Le Parisien ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნებას გამორიცხავს

Le Parisien ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნებას გამორიცხავს

არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" ზაფხულში "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავის, ნეიმარის შეძენა უნდა, თუმცა, Le Parisien-ის ცნობით, ბრაზილიელი შემტევის კატალონიური კლუბში დაბრუნება გამორიცხულია. ამის მიზეზი ფინანსური პრობლემებია.

ფრანგული წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" ნეიმარის ტრანსფერისთვის ფული არ აქვს. "პარი სენ-ჟერმენი" 28 წლის თავდამსხმელს 150 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა. ესპანეთში, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ეს ძალიან დიდი თანხაა.

კორონავირუსის პანდემიამ "ბარსას" ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა. ბრაზილიელის დაბრუნება "ეკონომიკური სუიციდი" იქნებოდა იმის მიუხედავადაც, თუ რამდენ ფეხბურთელს გაყიდის კლუბი ზაფხულში.

იმავე წყაროს ცნობით, პსჟ მზად არაა, ეს თანხა შეამციროს იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ბარსელონა" პარიზელებს მოსალოდნელზე მეტ ფეხბურთელს შესთავაზებს, თუმცა ისინი მოლაპარაკებებზე ყოველთვის თანახმანი არიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 7 მაისი 2020 07:06
    0
    ეს ჭუტალა ფრანგები სხვას არც დაწერდენ დაიჯერეთ რა თქვენც
    იციან რო წავა და იკბინებიან პატარ პატარას წუნკალები
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    ფანი [?]
    #4 6 მაისი 2020 23:56
    0
    გამოისყიდოს თავისი თავი ამჩემისამ კიდე რა 🤦‍♂️😒 შეხნეს ტვინი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 მაისი 2020 23:34
    0
    შავტრაკა ხალიფას პირადი ტყვე.
    მამიკოს ფულის სტანოკია, დალშე კიდია ამის კარიერა.
    ფანი [?]
    #2 6 მაისი 2020 22:42
    0
    ოპერა გრძელდება,ნაღდი სანტა ბარბარა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 მაისი 2020 21:55
    2
    ეხლა გაიღრძო ტვინი და ზაფხულში რა იქნება წარმოდგენაც არ მინდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued