"ბარსელონა" გვირჩევს - რჩევები მოზარდებსა და მათ მშობლებს

"ბარსელონა" გვირჩევს - რჩევები მოზარდებსა და მათ მშობლებს

"ბარსელონას" ფონდი (Barça Foundation) მშობლებისა და შვილებისთვის გვთავაზობს რეკომენდაციების სერიას, რომელიც ახალგაზრდებს, ინტერნეტის საშუალებით არასასურველი ხელყოფისგან დაიცავს.

ელექტრონული მოწყობილობების ჯანსაღი ქცევები გოგონებისა და ბიჭებისთვის

  • ძილის დროს ელექტრონული მოწყობილობები ახლოს არ იქონიოთ. ამ დროს, ისინი არაფერი გჭირდებათ;
  • არასდროს ისარგებლოთ სოციალური ქსელებით ოჯახური სადილის დროს;
  • აკონტროლეთ ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის დრო და ეცადეთ, არ ისარგებლოთ სოციალური ქსელებით იმაზე დიდხანს, ვიდრე აუცილებელია;
  • გახსოვდეთ, რომ საკმარისი დრო არსებობს ყველაფრისთვის: სპორტი, სიცილი, კითხვა, სწავლა, მუსიკა...

ონლაინ უსაფრთოების ნორმები ბიჭებისა და გოგონებისთვის

  • ჩართეთ დაცვის ელექტრონული ფუნქციები ყველა იმ აპლიკაციაზე, რომლითაც სარგებლობთ;
  • გამორთეთ ან დაფარეთ მობილურის წინა კამერა;
  • არასდროს ენდოთ "მიმზიდველ შეთავაზებებსა" და "საჩუქრებს", რომლებიც უცნობი წყაროებიდან მოდის;
  • სოციალური ქსელების ყველა პროფილის მონაცემები საიდუმლოდ შეინახეთ;
  • არასდროს გაავრცელოთ თქვენი პირადი ინფორმაცია.

ონლაინ პროფილის დაცვა

  • იქონიოთ სანდო პაროლი და ხშირად ცვალეთ იგი;
  • არასდროს ათხოვოთ თქვენი პირადი ტელეფონი ან სხვა ელექტრონული მოწყობილობა სხვას;
  • გეოლოკაციის ფუნქცია (GPS) გამორთული გქონდეთ მაშინ, როდესაც ეს შესაძლებელია;
  • დააკონფიგურეთ ყველა ონლაინ პროფილის უსაფრთხოების პარამეტრები.

რა არის "Grooming"?

  • ეს არის შემთხვევა, როდესაც სექსუალური ზრახვების მქონე ზრდასრული ადამიანი, სოციალურ ქსელში შექმნილი ფეიქ ექაუნთის საშუალებით, არასრულწლოვან პირებს ეკონტაქტება;
  • სოციალური ქსელებით სარგებლობისას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნებმა უცხო პირები მეგობრებში არასდროს დაიმატონ;
  • მშობლები შვილებს უნდა ესაუბრებოდნენ და მათი ონლაინ მეგობრების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ;
  • მშობლები უნდა ამოწმენდნენ, ხომ არ არიან მათი შვილები სახიფათო ონლაინ თამაშებში ჩართულები.

აუბით მხარი შვილებს

  • ახლა შესანიშნავი დროა გავეცნოთ იმ ციფრულ სამყაროს, რომელშიც ჩვენი შვილები ცხოვრობენ;
  • "იმოგზაურეთ" ინტერნეტში, იქონიეთ კონტაქტი შვილებთან სოციალური ქსელების მეშვეობით და გაიცანით ის ადგილი, სადაც თქვენი შვილები დიდ დროს ატარებენ;
  • დაეხმარეთ მათ განსაზღვრონ ის ინტერნეტ რესურსები, რომლებიც მათი ასაკისთვის შეუფერებელია.

როგორ აღვკვეთოთ კიბერბულინგი?

  • ბავშვებმა, ინტერნეტში მასალების ატვირთვა/განთავსების დროს, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. საუბარია არა მხოლოდ იმ მასალაზე, რომელიც უშუალოდ მათ ეხება;
  • ინტერნეტში განთავსებული მასალა არ უნდა იყოს სხვისი ღირსების შემლახველი;
  • აუცილებელია, რომ ბავშვების პირადი პროფილები იყოს დაცული, რათა თავიდან აირიდოთ კიბერბულინგი.

გჭირდებათ დახმარება კიბერბულინგის აღსაკვეთად?

  • როგორც წესი, კიბერბულინგის მსხვერპლი ბავშვები ამ თემაზე არ საუბრობენ არც მშობლებთან და არც მასწავლებლებთან. შესაბამისად, საჭიროა, ამ საკითხზე მათთან ხშირად ისაუბროთ;
  • ბულინგის ფაქტი შეგიძლიათ ინტერნეტ სივრცეში აღკვეთოთ, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მიმართოთ;
  • საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ევროკავშირის ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 10-დან საღამოს 6 საათზე. მომსახურება უფასოა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ზარი განახორციელოთ ანონიმურად.

როგორია ჩემი შვილის ციფრული იდენტობა?

  • კომპიუტერის ეკრანის წინ გაცილებით მარტივია ისეთი რამის თქმა, რასაც პირისპირ შეხვედრისას ვერ გავბედავდით;
  • ასევე მარტივია, იყო ბულინგისა და დამცირების შემყურე;
  • ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ ყველაფერი, რაც კი ინტერნეტში ხდება, იწერება და მას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი შედეგებით, მათ შორის, სამართლებრივიც.

რა ტიპის ინფორმაციას ვავრცელებთ ინტერნეტში?

  • როგორც კი ჩვენ ვაქვეყნებთ ან ვტვირთავთ ინფორმაციას ინტერნეტში, ჩვენ მასზე კონტროლს ვკარგავთ;
  • ეს ინფორმაცია, შესაძლოა, გავრცელდეს ინტერნეტში და მივიდეს იმ ადამიანამდე, რომლისთვისაც მისი გაზიარება არ გვსურს;
  • ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია არ გაავრცელონ ინფორმაცია, რომლისაც მათ შერცხვებათ, თუ ეს ინფორმაცია კონკრეტულ ადამიანამდე მიაღწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #1 6 მაისი 2020 23:21
    1
    საყვარლები ი ❤️