11 წელი "ბარსელონას" ახალი ისტორიის დაწერიდან

11 წელი "ბარსელონას" ახალი ისტორიის დაწერიდან

6 მაისი "ბარსელონასთვის" ისტორიული დღეა. 11 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, გაიმართა ლეგენდარული თამაში "სტემფორდ ბრიჯზე", რომელშიც "ჩელსიმ" "ბარსელონას" უმასპინძლა.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა. "ბარსელონას", განმეორებით შეხვედრაში, ხელს შედეგიანი ფრეც აძლევდა. თუმცა, მე-9 წუთზე მიკაელ ესიენის გასროლის შემდეგ, ლონდონელებმა დაცვაში თამაში აირჩიეს და კატალონიელებს ისინი კონტრშეტევებზე დიდ საფრთხეს უქმნიდნენ. "ბარსა" კი მომენტების შექმნასაც კი ვერ ახერხებდა.

პეპ გვარდიოლას გუნდს მხსნელად ანდრეს ინიესტა მოევლინა. 93-ე წუთზე ანდრესის გასროლამ "ბარსელონას" გზა 3 ტიტულისკენ (ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) გაუხსნა და იმ ფორმაციის "ბარსას" სამუდამო დიდება მოუპოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 მაისი 2020 15:42
    0
    რამდენი დრო გავიდა :(((((
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued