ტიერი ანრი: გვარდიოლას ფეხბურთი ჭადრაკს ჰგავს

ტიერი ანრი: გვარდიოლას ფეხბურთი ჭადრაკს ჰგავს

ფეხბურთს ფრანგმა ლეგენდამ, ტიერი ანრიმ, "ბარსელონაში" გატარებული დრო გაიხსენა და განაცხადა, რომ მისთვის "არსენალში" თამაში უფრო ადვილი იყო, ვიდრე კატალონიურ კლუბში.

"არსენალში" იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა. შემეძლო, ყველგან მეთამაშა შეტევაში, ჩავსულიყავი მოედნის ცენტრში, ამომეტანა ბურთი, გადავსულიყავი მარჯვნივ და მარცხნივ. ლონდონურ კლუბში თამაში ბევრად უფრო ადვილი იყო, რადგან იქ დენის ბერგკამპი და ნვანკუ კანუ იყვნენ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ "არსენალს" დავტოვებდი, მაგრამ ეს გავაკეთე.

"ბარსელონაში" სხვა ფეხბურთი იყო. "ბლაუგრანაში" თამაშის ახალ სტილს უნდა შევგუებოდი. ფრანკ რაიკაარდი მხოლოდ მარცხენა ფლანგზე თამაშს მთხოვდა. შემდეგ გვარდიოლა მოვიდა. პეპი, უპირველეს ყოვლისა, საოცარი მწვრთნელია, მაგრამ ის ძალიან მომთხოვნია. მასთან ერთად, ფაქტობრივად, ჭადრაკს თამაშობ", - ციტირებს ანრის სიტყვებს Goal.

ტიერი ანრი "ბარსელონაში" 2007-2010 წლებში ირიცხებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 7 მაისი 2020 01:04
    0
    ბოლომდე არ გამოუყენებია ბარსას ანრის პოტენციალი,მარა მეტი საჭიროც არ იყო, ყველა თავის საქმეს აკეთებდა სუფთად და ლამაზად.გასათვალისწინებელია ანრის ასაკიც (30 წელი) როცა ბარსაში გადმოვიდა, ასე რომ ძაან მაგარი ტრანსფერი იყო მიუხედავად იმისა რომ n რაოდენობის გოლი არ გაუტანია
    წევრი [?]
    #5 6 მაისი 2020 15:47
    3
    ანრი რაღაც სხვაიყო უკლასნესი
    ფლოკი
    სტუმარი [?]
    #4 6 მაისი 2020 14:11
    2
    ციტატა: nika 54
    ციტატა: ფლოკი
    პეპი არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გამოიყენო საჭადრაკო ცოდნა რეალობაში (ამ შემთხვევაში ფეხბურთში) პ.ს. პეპს და სეტიენს აქვთ ნათამაშები და პეპმა მოუგო 3 დან 2 ჯერ შამათით:დ

    და მესამე როგორ დამთავრდა.

    პეპი იგებდა კუ და ეტლი ააცალა დებიუტშივე, და ამან მოიმიზეზა კაი გავიქეცი ცხვრები მყავს დასამწყემსიო, სხვა დროს იყოსო :დ
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 6 მაისი 2020 13:57
    2
    გვარდი ფეხბურთის სიამაყეა, მესი - ღირსება!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 მაისი 2020 13:48
    1
    ციტატა: ფლოკი
    პეპი არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გამოიყენო საჭადრაკო ცოდნა რეალობაში (ამ შემთხვევაში ფეხბურთში) პ.ს. პეპს და სეტიენს აქვთ ნათამაშები და პეპმა მოუგო 3 დან 2 ჯერ შამათით:დ

    და მესამე როგორ დამთავრდა.
    ფლოკი
    სტუმარი [?]
    #1 6 მაისი 2020 03:52
    9
    პეპი არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გამოიყენო საჭადრაკო ცოდნა რეალობაში (ამ შემთხვევაში ფეხბურთში) პ.ს. პეპს და სეტიენს აქვთ ნათამაშები და პეპმა მოუგო 3 დან 2 ჯერ შამათით:დ