რატომაა ტიმო ვერნერი ლაუტაროს კარგი ალტერნატივა - 3 მიზეზი
- 5-05-2020, 21:24
-
DaviD_ViLLa_7
- 8

სიახლე არაა, რომ "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის 33 წლის თავდამსხმელის, ლუის სუარესის შემცვლელის შეძენას აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" პრიორიტეტული სამიზნე მილანის "ინტერის" შემტევი ლაუტარო მარტინესია, თუმცა, 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე იმოქმედებს ბევრი ფაქტორი, რომელთაგან მთავარი მოთამაშის ფასი და კლუბის ფინანსებია. კატალონიელები, არგენტინელის ვერშეძენის შემთხვევაში, "ლაიფციგის" თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის დამატებას შეეცდებიან.
Tribuna ასახელებს 3 მიზეზს, თუ რატომაა გერმანელი გოლეადორი ლაუტაროს კარგი ალტერნატივა:
1. ტიმო ვერნერი უფრო იაფია. 24 წლის შემტევის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, რაც ლატაროს ღირებულებაზე, 111 მილიონზე, გაცილებით ნაკლებია. თუ "ბარსას" არგენტინელ ფეხბურთელთან დაკავშირებით ფინანსური პრობლემები შეექმნება, ვერნერის დამატების შანსები უფრო დიდი იქნება.
2. ვერნერი შეტევაში საიმედოა. ის ბოლო რამდენიმე წელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. ტიმო უკვე ბევრ ტაქტიკასა და სათამაშო სისტემას წარმატებით მოერგო. "ლაიფციგის" ლიდერის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 27 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა.
3. გერმანელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უფრო მარტივია. "ინტერი" ლაუტარო მარტინესს, ეჭვგარეშეა, ადვილად არ დათმობს. კატალონიელებს არგენტინელის შესაძენად დიდი ბრძოლა მოუწევთ. რაც შეეხება ვერნერს, ტიმოს შემთხვევაში ასე არ იქნებოდა. მან კლუბის დატოვების სურვილი უკვე გამოთქვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]