"ლევერკუზენი" ემერსონისთვის შეთავაზებას ამზადებს

"ლევერკუზენი" ემერსონისთვის შეთავაზებას ამზადებს

ემერსონს უმარავი გუნდის ინტერესის მოსაპოვებლად ლა ლიგაში მხოლოდ ერთი სეზონის ჩატარება დასჭირდა. "ბარსელონას" კუთვნილებაში მყოფი ფლანგის მცველი ამჟამად "ბეტისშია" განათხოვრებული. იგი ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად ითვლება. კორონავირუსული ეპიდემიით გამოწვეულ შეჩერებამდე ემერსონი საკუთარ პოზიციაზე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც ითვლებოდა.

უკვე 21 წლის ასაკში, მისი შეძენით რამდენიმე ევროპული ტოპ კლუბი ინტერესდება. მათ შორის არიან: "ინტერი", "ტოტენჰემი", "ლევერკუზენი".

Kicker-ის ინფორმაციით, გერმანელები ბრაზილიელი ფეხბურთელის შესაძენად 20-30 მილიონის დახარჯვას აპირებენ. გარდა ამისა, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, "ბარსას" ფეხბურთელის უკან გამოსყიდვის უფლება შენარჩუნებული ექნება.

ემერსონის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, "ბარსამ" სემედუს გარშემო არსებული ვითარება უნდა განსაზღვროს. თუ პორტუგალიელი წასვლას გადაწყვეტს, კლუბს მისი სარფიანად გაყიდვა შეუძლია. ამას გარდა, ნელსონის წასვლა შემადგენლობაში ემერსონისთვის ადგილის გათავისუფლებას ნიშნავს. "ბარსას" ამჟამად "ბეტისის" მცველის გუნდში დაბრუნება გარკვეული თანხა დაუჯდება, რადგანაც ბრაზილიელს სევილიურ გუნდთან ერთად, კონტრაქტის მიხედვით, კიდევ ერთი წელი აქვს სათამაშო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #3 5 მაისი 2020 12:29
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    გაასხმევინეთ იმ პრახადნოი დვორს და დააბრუნეთ ეს მშვენიერი კონკურენტი ეყოლება სემედუს ამია სახით

    მეც მაგას ვამბობ ეს და სემედო რო დავაჭიდოთ ერთმანეთს 1 წელი კარგი იქნებოდა მარა ლევერკუზენიც ან რომელიმე გერმანული გუნდი კარგი იქნებოდა 2 წლით, კარვახალი და ჰაკიმი ეგრე გაუზარდეს რეალს. 2 წლით ლევერში და მერე 30 მილიონად დაბრუნება რო შეგვეძლოს კარგი იქნებოდა. ჩმორთუმეუ ერთად არ გააჩერებს ამათ. თორე ემერსონს აქვს აშკარად ალვეშისეული მონაცემები, კარგი პასი აქვს, სემედოზე უკეთესი. მთავარია ეს არაკაცი წავიდეს პრეზიდენტობიდან და გვეშველება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 მაისი 2020 01:18
    2
    გაასხმევინეთ იმ პრახადნოი დვორს და დააბრუნეთ ეს მშვენიერი კონკურენტი ეყოლება სემედუს ამია სახით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #1 5 მაისი 2020 01:14
    0
    რატომ?????????????????