ბორხა ვალერო: მისთვის ჩვენთან დარჩენა უმჯობესი იქნება
- 4-05-2020, 22:10
-
kraken
- 1

უკვე საკმაოდ ცნობილია იმის შესახებ, რომ "ბარსელონა" ლაუტაროს გადმობირებას აქტიურად ცდილობს. თუმცა, მილანური გუნდის ნახევარმცველი, ბორხა ვალერო, არგენტინელის კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებას ეწინააღმდეგება.
Gazzetta Della Sport-თან ინტერვიუში ბორხამ განაცხადა:
"პირველ წელთან შედარებით ის საგრძნობლად გაუმჯობესდა. მისი აქტიურობა გატანილი გოლების მხრივ, გუნდისთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი გაწეული სამუშაოა."
"რით დავარწმუნებდი "ბარსელონაში"რომ არ გადასულიყო? ვეტყოდი, რომ ჩვენ აქ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს და ეს ყველასათვის ნათელია."
"ინტერის" შემადგენლობაში წლევანდელი სეზონის განმავლობაში ლაუტარომ 31 მატჩი ჩაატარა და 16 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
"ბარსასთვის" არგენტინელის დამატება პრიორიტეტულია, თუმცა, კორონავირუსული ეპიდემიისგან გამოწვეული კლუბის ფინანსური ზარალი, შესაძლოა, მარტინესის დამატების ერთ-ერთი გამაჭიანურებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]