რას ნიშნავს ლიგა 1-ის ნაადრევად დასრულება მუსა ვაგესთვის?

რას ნიშნავს ლიგა 1-ის ნაადრევად დასრულება მუსა ვაგესთვის?

მადრიდული გამოცემის, Diario AS-ის ცნობით, მუსა ვაგემ პირველ გუნდთან ერთად სავარჯიშო სესიებზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. კატალონიელები მის გუნდში დაბრუნებას აპირებენ, რადგან, მათ გეგმებში მარჯვენა მცველის ზაფხულის სატრანსფერო ოპერაციებში ჩართვა შედის.

სენეგალელი იჯარის წესით "ნიცაში" იყო განათხოვრებული, რადგან "ბარსელონას" პირველ გუნდთან ერთად თამაშის შესაძლებლობა ძალზე იშვიათად და ისიც მხოლოდ შეზღუდული დროით ჰქონდა. 

მან ჯამში "ბლაუგრანას" მაისურით მოედანზე 181 წუთი გაატარა. ლა ლიგაში "ლეგანესთან" შეხვედრა სრულად ჩაამთავრა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" გასვლით და დორტმუნდის "ბორუსიასთან" საშინაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება საფრანგეთში გატარებულ მცირე პერიოდს, მან ლიგა 1-ში ხუთი მატჩი ითამაშა და მოედანზე ჯამში 197 წუთი იმყოფებოდა, რა დროშიც 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. 

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის სეზონი ნაადრევად დასრულდა. პსჟ ჩემპიონად გამოცხადდა, ხოლო "ნიცა" მეექვსე პოზიციას დასჯერდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.