"ბარსასგან" საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოთავაზება მქონდა: ჩავიმ დაადასტურა
- 4-05-2020, 21:07
-
kraken
- 4

ინსტაგრამის საერთო ლაივში ყოფილ თანაგუნდელთან, სამუელ ეტოოსთან საუბრისას, ჩავიმ დაადასტურა, რომ "ბარსელონასგან" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ იუარა, რადგანაც, მისი აზრით, ამ გამოწვევისთვის მზად ჯერ არ იყო.
"იანვარი მართებული დრო არ იყო. ერიკ აბიდალთან და ოსკარ გრაუსთან ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრე. ჯერ ამის სათანადო მომენტი ნამდვილად არ გახლდათ."
"მე ჯერ კიდევ მცირე გამოცდილება მჭირდება, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ განვმეორდები, რომ "ბარსას" გაწვრთნა ჩემი ოცნებაა და იმედი მაქვს, მომავალში ეს დღეც დადგება."
შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლება იანვარში გადაწყვიტეს და მის შემცვლელს სწორედ ამ პერიოდში ეძებდნენ.
პრესაში გაჟღერებული სახელებიდან ჩავი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო. კლუბის საფეხბურთო დირექტორი, ერიკ აბიდალი, ყატარშიც კი ჩაფრინდა 2010 წლის მსოფლიოs ჩემპიონთან შესახვედრად და მის დასარწმუნებლად. თუმცა, აღნიშნული მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]