ფრენკი დე იონგი ბარსელონაში დაბრუნდა

ფრენკი დე იონგი ბარსელონაში დაბრუნდა

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარცმველს, ფრენკი დე იონგს ესპანეთში დაბრუნებისას პრობლემები არ შექმნია. კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანათაშორისი მიმოსვლა შეზღუდულია, თუმცა 21 წლის ფეხბურთელი ნიდერლანდებიდან დროულად დაბრუნდა.

იქამდე, სანამ პრიმერა დივიზიონის გუნდები ინდივიდუალურ სავარჯიშო სესიებს დაიწყებენ, მოთამაშეებისათვის COVID-19-ის ტესტის გაკეთება აუცილებელი იქნება. 

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. თუ ყველაფერი უპრობლემოდ წარიმართა, ლა ლიგის განახლებას ივნისის შუა რიცხვებში ვარაუდობენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ახალბედა [?]
    #2 5 მაისი 2020 09:55
    1
    აუ ამის გოგოზე ვჭედავ :დ იმენა რა კამფეტია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 მაისი 2020 22:03
    1
    ძალიან კარგი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued