დენის სუარესი: ანდრეს ინიესტა მისაბაძი ადამიანია
- 4-05-2020, 18:05
-
Tsitsi
- 5

ვიგოს "სელტას" ნახევარმცველი, დენის სუარესი "ბარსელონას" ლეგენდასა და ყოფილ თანაგუნდელზე, ანდრეს ინიესტაზე საუბრობს.
"იღბლიანი ვარ, რადგან ანდრესთან ერთად საკმაოდ ბევრი ვითამაშე. ჩემთვის, ის მისაბაძი ადამიანია, რომლისგანაც ბევრი უნდა ისწავლო.
"ბარსაში" ასპარეზობით კარგი გამოცდილება მივიღე. "ბლაუგრანაში" თამაში ყოველთვის ჩემი მიზანი იყო", - ციტირებს დენისის სიტყვებს BeIN Sports.
26 წლის ფეხბურთელი "ბარსა ბ-ში" 2013-2015 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ მან კარიერა "ვილიარეალში" გააგრძელა. კატალონიელებმა იგი 2016 წელს დაიბრუნეს, 2019 წელს კი "არსენალში" გაანათხოვრეს, რის შემდეგაც, საბოლოოდ, 2019 წელს სუარესი გალისიურ კლუბს შეუერთდა.
დენისმა, კატალონიურ გრანდში, 71 მატჩში თავი 8 გოლითა და 11 ასისტით გამოიჩინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]