ფეხბურთელები, რომელთა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია

  • 4-05-2020, 15:45
  • ფეხბურთელები, რომელთა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია

    პანდემიის გამო, კონტრაქტების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებები შეწყვეტილია. "ბარსელონას" შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომელთა მოქმედ ხელშეკრულებებს ვადა საკმაოდ მალე ეწურება, თუმცა შეთანხმებები მიღწეული ჯერ კიდევ არაა. 

    ერთ-ერთი მათგანი მარკ-ანდრე ტერ შტეგენია. გერმანელი მეკარე ამას დიდ პრობლემად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ მოლაპარაკებებისთვის ახლა შესაფერისი დრო არ არის. 

    "ბარსელონასთან" გახანგრძლივებაზე საუბარი უკვე გვქონდა, თუმცა ახლა მოლაპარაკებები გაყინულია. 

    სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს და გადავწყვიტეთ, ეს თემა გადაგვედო". 

    ასეთივე სიტუაციაშია ნელსონ სემედუც, რომლის "ბარსელონადან" წასვლაზე საკმაოდ ხშირად იწერებოდა. Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონამ" მას ახალი 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს. 

    კატალონიელები სემედუს გაშვებაზე იმ შემთხვევაში იქნებიან თანახმა, თუ მისი სხვა ფეხბურთელში გაცვლა იქნება შესაძლებელი. 

    განსხვავებული სიტუაციაა ლიონელ მესის შემთხვევაში, რომლის კონტრაქტიც ივნისის შემდეგ ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება, თუმცა "ბარსას" მის კიდევ უფრო გაგრძელებაზე მოლაპარაკებების დაწყება უკვე სურდა. 

    კლუბში კიდევ 3 ფეხბურთელია, რომლებიც, მიმდინარე ხელშეკრულებით, "ბარსელონას" 2021 წლამდე უკავშირდებიან. 

    ლუის სუარესმა თავად განაცხადა, რომ თუ მომდევნო სეზონის მატჩების 60%-ში მონაწილეობას მიიღებს, კონტრაქტი გახანგრძლივდება. 

    სუარესი "ბარსას" ერთ-ერთი ლიდერია და მისი დროზე ადრე გაყიდვა არ იგეგმება, თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა არტურო ვიდალისა და ივან რაკიტიჩის შემთხვევაში. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კლუბმა, შესაძლოა, ორივე მათგანი გაუშვას. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    4 მაისი 2020 16:03

    ნეიმარის ტრანსფერს კიდევ ერთი დაბრკოლება გამოჩნდა.
    ბარსელონას, ატლეტიკოსა და ლა ლიგის სხვა კლუბებს შესაძლოა პრობლემები შეექმნათ სატრანსფერო ბაზარზე.
    ბარსელონამ, ატლეტიკომ, სევილიამ, ალავესმა, ვალენსიამ, ესპანიოლმა, გრანადამ და ოსასუნამ გარკვეულწილად გამოიყენეს მთავრობის მხარდაჭერის სქემა პანდემიის დროს თანამშრომლებისთვის - ისინი თანამშრომლების ხელფასების ნაწილს სახელმწიფოს ახდევინებდნენ.
    AS- ის თანახმად, ახლა ქვეყნის შრომისა და ფინანსთა სამინისტრო ყურადღებით დააკვირდება კლუბის ხარჯვას და, თუ სასურველი იქნება, შეეძლება გავლენა მოახდინოს მათ ტრანსფერულ პოლიტიკაზე - ნეიმარის ტრანსფერი ბარსაში, რომელიც უკვე საფრთხის ქვეშ იდგა ფინანსური კრიზისის გამო, ახლა უკვე ნაკლებად სავარაუდოა.

    მოულოცეთ ბართომეუს, ყველაფერს აკეთებს რო ტრანსფერი ჩაშალოს ნეიმარის.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    4 მაისი 2020 15:49

    გაახანგრძლივებენ კონტრაქტებს აბა რას იზავენ მთავარია იმ მძორმა არ გაახანგრძლივოს და ააცმევინონ გუნდიდან

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge