ტერ შტეგენი: მოლაპარაკებები შეჩერებულია

ტერ შტეგენი: მოლაპარაკებები შეჩერებულია

"ბარსელონას" გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, თავის ყოფილ კლუბთან, მენხენგლადბახის "ბორუსიასთან" ინტერვიუში, რომლიც "ინსტაგრამის" პირდაპირ ჩართვაში შედგა, ამბობს, რომ კატალონიაში ბედნიერია.

"ჩვენ საწყისი მოლაპარაკებები უკვე გავმართეთ, თუმცა იგი დღეს შეჩერებულია, რადგან ახლა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები დგას.

მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ, გუნდშიც კარგი სიტუაციაა. სხვა რა შეიძლება, რომ ვისურვო?"

ტერ შტეგენმა, აგრეთვე, 2011 წელს, "გლადბახის" ძირითადი გუნდის რიგებში ჩატარებული პირველი სეზონი გაიხსენა.

"ლუსიენ ფავრი (მთავარი მწვრთნელი) მოვიდა და მითხრა, "გამარჯობა, ხვალ შენ თამაშობ". იმ ღამეს არ მეძინა", - მაშინ "ბორუსია" ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის "ბოხუმთან" ფლეი-ოფის შეხვედრებს მართავდა. საბედნიეროდ, ტერ შტეგენის გუნდმა ორი მატჩის ჯამში, 2-1 გაიმარჯვა, - "ჩვენ რომ წაგვეგო, "ბარსელონასთან" ერთად, 2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ ვითამაშებდი".

გერმანელმა, ასევე, გუნდის დატოვებიდან 2 წლის შემდეგ, უკვე "ბარსელონას" რიგებში, "ბორუსია-პარკზე" დაბრუნების შესახებაც ისაუბრა.

"მაშინ მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, შესანიშნავი იყო. შენიშნავდით, თუ რამდენად ვაფასებ ამ კლუბს. "ბორუსიაში" დაბრუნება? არასდროს თქვა, არასდროს, "ბორუსია" ყოველთვის მეყვარება", - თქვა 28 წლის ფეხბურთელმა.

ტერ შტეგენი "ბარსელონას" 2014 წელს, 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მან კატალონიურ კლუბში 224 შეხვედრა ჩაატარა და 14 ტიტულის მოგება შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.