რობერტო აიალა: მარადონა ნამდვილი ხელოვანი იყო, მესი კი სფიდი გონსალესია

  • 2-05-2020, 22:06
  • რობერტო აიალა: მარადონა ნამდვილი ხელოვანი იყო, მესი კი სფიდი გონსალესია

    არგენტინელი რობერტო აიალა თანამემამულეების, მესისა და მარადონას, შედარებასთან დაკავშირებით, დაუსრულებელ დებატებს შეუერთდა. ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ნაკრებში ყოფნის პერიოდში ლეოსთან ერთად თამაში მოასწრო.

    Fox Sports-თან ინტერვიუში აიალამ განაცხადა: 

    "მე ორივე მათგანის თამაშს მოვესწარი. დიეგოს დროს საწყის კარიერულ ნაბიჯებს ვდგამდი. ორივე უდიდესი საფეხბურთო გიგანტია და მესი საფეხბურთო სამყაროს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგაც ამგვარად დაამახსოვრდება. არ ვიცი, გახდება თუ არა ის დიეგოსნაირი, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი განსხვავებულები არიან."

    "დიეგოს თამაში, მისი ყველა მანერითა და მოძრაობით, ნამდვილი ხელოვნება იყო. მესი კი სფიდი გონსალესია, რომელიც ბურთს ფეხიდან ორი სანტიმეტრის სიშორეზე დაატარებს."

    რობერტო აიალას სანაკრებო კარიერის დებიუტი 1994 წელს, მარადონას უკანასკნელ თამაშების შემდგომ პერიოდს ემთხვევა.

    მესი და აიალა ერთად 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2007 წლის კოპა ამერიკაზე თამაშობდნენ. საერთო ჯამში, ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა "ალბისელესტეს" მაისურით 116 მატჩი ჩაატარა.

    რობერტო მესის 2000-2010 წლებში, საკლუბო დონეზე, "ვალენსიასა" და "სარაგოსას" მაისურით უპირისპირდებოდა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    3 მაისი 2020 00:15

    ბიჭოოო მაგ მარადონა დაიხია უკვე მესიმ დიდი ხანია და შეუშვით ეგ მაგ ბაშკებში დაეხიოს მარადონა მესის არ მოღუნეს ტვინი ამ გასიებული მარკომანით?! რა ჩემს ფეხებს თამაშობდა ისეთს რასაც მესი ვერ თამაშობს? პასი ქონდა მესიზს უკეთესი დარტყმა თუ დრიბლინგი მოედნის ხედვაზე არც შევადარებ გაღუნეს უკვე ტვინი ამ მარადონას მსუნავებმა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    გიორგი ჩანგელია Culé [?]

    2 მაისი 2020 22:53

    ორივეს მხარდამხარ ხუან სებასტიან ვერონსაც უთამაშია.

    0
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV