ესპანეთის პრემიერ მინისტრი: იმედი მაქვს, ფეხბურთი მალე დაბრუნდება

  • 2-05-2020, 20:15
  • ესპანეთის პრემიერ მინისტრი: იმედი მაქვს, ფეხბურთი მალე დაბრუნდება

    ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი იმედს გამოთქვამს, რომ ფეხბურთი მალე განახლდება.

    "იმედი მაქვს, ფეხბურთის ყურებას მალე შევძლებთ, მაგრამ ამ საკითხს ფედერაციები და ლიგები გადაწყვეტენ. ინდივიდუალური სავარჯიშო სესიების ნებართვა უკვე გავეცით.

    აშკარაა, რომ ფეხბურთს ტელევიზორში უფრო ადრე ვიხილავთ, ვიდრე სტადიონებზე. ნაბიჯს უკან გადავდგამთ, თუ გავიგეთ, რომ ვიჩქარეთ", - ციტირებს ესპანეთის პრემიერ მინისტრის სიტყვებს Sport.

    თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, თამაშები, შესაძლოა, ივნისის შუა რიცხვებში განახლდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის განახლების ბოლო ვადა 28 ივნისია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    3 მაისი 2020 21:27

    პედრო სანჩესი.
    ბარსაში პედროც თამაშობდა და სანჩესიც.🤗

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    2 მაისი 2020 22:26

    იმედია მალე დაბრუნდება აღარ შემიძლია უკვე უფეხბურთობა

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV