MD: ლაუტარო "ბარსელონაში" გადასვლის სურვილს გამოთქვამს

  • 2-05-2020, 17:10
  • MD: ლაუტარო "ბარსელონაში" გადასვლის სურვილს გამოთქვამს

    "ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელებას გეგმავს, იტყობინება Mundo Deportivo.

    კატალონიური კლუბი 22 წლის შემტევით დიდი ხანია ინტერესდება და მის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

    მოლაპარაკებების პროცესში, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ერთ-ერთი უპირატესობა, შესაძლოა, თავად არგენტინელის "ბარსელონაში" გადასვლის სურვილი გახდეს.

    წყაროს ინფორმაციით, "ნერაძურიში" იციან, რომ ლაუტაროს "ბარსაში" წასვლა უნდა. მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი, ხოლო გამოსასყიდი თანხა, ამ წლის პირველი ივლისიდან 15 ივლისამდე, 111 მილიონი ევრო იქნება.

    მარტინესმა იცის, რომ "ბარსელონა" მისით სერიოზულადაა დაინტერესებული. კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, "ინტერის" მოთხოვნებს ფეხბურთელის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ANSU FATI.. ფანი [?]

    2 მაისი 2020 18:41

    ციტატა: MALUMA
    მოდი ლაუ მოდი ხო დაგვტანჯე რა იმედია მალე შენ და ნეი მოხვალთ და რეალს და ლუზერპულს დავიხევთ მერე იუვეც არ გამოგვრჩეს სადაც არ უნდა იყოს ყველგან დავადებთ!

    იმედია მასეც მოხდება მეგობარო გისმინოს ღმერთმა

    6
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    2 მაისი 2020 18:04

    არა რა არა მოშორდი რა აქედან

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    2 მაისი 2020 17:30

    ვიდალი , ფირპო და სემედუო და მგონი ნამეტანია

    ვიდალი და ფირპო არ ყოფნით?

    სემედუ არ გაუშვან თუ მინიმუმ კინიხი არ მოყავთ და კიმიხი და ლაუტარო 1 წელში შეუძლებელია.

    1
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV