110 წელი პირველი საერთაშორისო ტიტულის მოგებიდან

110 წელი პირველი საერთაშორისო ტიტულის მოგებიდან

ზუსტად 110 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ" არსებობის ისტორიაში პირველი საერთაშორისო ტურნირის მოგება შეძლო. 

1910 წელს პირენეების თასის პირველი გათამაშება გაიმართა. მასში მონაწილეობას კატალონიის, ბასკეთისა და საფრანგეთის სამი სამხრეთული რეგიონის, ლანგედოკის, სამხრეთ პირენეებისა და აკვიტანიის, საფეხბურთო კლუბები იღებდნენ.

2 მაისს, ტულუზაში გამართულ ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალ სოსიედადი" დაუპირისპირდნენ. გრაელისა და როდრიგესის გოლების წყალობით, გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ, 2-1.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჩემპიონი კვლავ "ბლაუგრანა" ხდებოდა.

პირენეების თასმა არსებობა პირველი მსოფლიოს ომის დაწყების გამო შეწყვიტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 2 მაისი 2020 15:41
    0
    სულ რამდენი არაოფიციალური ტიტული აქვს ბარსას იცით?