მესის გოლეადორული რეკორდები

მესის გოლეადორული რეკორდები

ლიონელ მესის რეკორდების სრულ ჩამონათვალს, ალბათ, დასასრული არ აქვს. Mundo Deportivo გვთავაზობს იმ სარეკორდო მაჩვენებლებს, რომლებიც ლეომ, როგორც ბომბარდირმა, დააფიქსირა.

  • ყველაზე მეტი "ოქროს ბუცი" - 6

ლეო ევროპის საუკეთესო ბომბარდირი 6-ჯერ გახდა: 2009/2010 (34 გოლი), 2011/2012 (50), 2012/2013 (46), 2016/2017 (37), 2017/2018 (34), 2018/2019 (36).

  • ყველაზე მეტი "პიჩიჩი" - 6

მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი ამავე წლებში მოიპოვა.

  • ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონატის ერთ სეზონში - 50

მან ლა ლიგის 2011/2012 წლების სეზონში 50 გოლი შეაგდო, თუმცა უახლოეს მდევარს, კრიშტიანუს რონალდუს, მხოლოდ 4 გოლით გაასწრო.

  • ყველაზე მეტი ოფიციალური გოლი ერთ კალენდარულ წელიწადში - 91

2012 წელს მესიმ 69 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 91-ჯერ აიღო და გერდ მიულერის რეკორდი დაამხო. 

  • ყველაზე მეტი საკლუბო გოლი ერთ სეზონში - 73

2011-2012 წლების სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 60 მატჩში 73 გოლი გაიტანა: 50 ლა ლიგაში, 14 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 სამეფო თასზე, 3 ესპანეთის სუპერ თასზე, 1 ევროპის სუპერ თასზე და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.

  • ყველაზე მეტი გოლი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში - 438

ამისთვის მას მხოლოდ და მხოლოდ 474 შეხვედრა დასჭირდა (საშუალოდ 0.92 ჰოლი თამაშში).

  • ყველაზე მეტი გოლი "ბარსელონას" ისტორიაში - 627

სულ 718 მატჩი (საშუალოდ 0.8).

  • ყველაზე მეტი გოლი არგენტინის ნაკრების ისტორიაში - 70

სულ 138 მატჩი (საშუალოდ 0.5).

  • ყველაზე მეტი გოლი "ელ კლასიკოში" - 26

მან ისტორიულ დაპირისპირებაში მონაწილეობა 43-ჯერ მიიღო.

სხვა რეკორდები

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც წელიწადში 50 და მეტი გოლი 9-ჯერ გაიტანა.

წელი გოლი
2010 60
2011 59
2012 91
2014 58
2015 52
2016 59
2017 50
2018 51
2019 50

მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 15 სეზონში მოახერხა გოლის გატანა, 2005/2006-დან 2019/2020-ის ჩათვლით.

მესიმ ჩემპიონთა ჩემპიონთა ლიგაზე ერთი კლუბის მაისურით ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლო - 141 შეხვედრაში 114 გოლი (საშუალოდ 0.8).

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 მაისი 2020 21:14
    1
    რაღა უნდა თქვა უბრალოდ დაკდე უნდა და დატკბე ამის თამაშით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 1 მაისი 2020 20:36
    2
    მეფე ველი როდის დაამხობს პელეს რეკორდს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 მაისი 2020 20:03
    4
    ყველაზე მეტი გოლი "ბარსელონას" ისტორიაში - 627
    სულ 718 მატჩი (საშუალოდ 0.8).

    თუ ამრგვალებთ, როგორც წესია ისე დაამრგვალეთ: 627/718=0,873....როცა ბოლო ციფრი 5-ზე მეტია დამრგვალება ხდება მეტობისკენ, ანუ აქ შეიძლებოდა 0,9 ისე დაგვეწერა რო არაფერი არ დაირღვეოდა.
    ფანი [?]
    #1 1 მაისი 2020 19:42
    1
    🙏🏻🙏🏻🙏🏻