ჟორდი მასიპი: ტერ შტეგენი მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი მეკარეა

  • 1-05-2020, 17:09
  • ჟორდი მასიპი: ტერ შტეგენი მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი მეკარეა

    "ბარსელონას" ყოფილი და "ვალიადოლიდის" ამჟამინდელი მეკარე, ჟორდი მასიპი მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე საუბრობს.

    "ტერ შტეგენისგან ნამდვილად ბევრს ვსწავლობ, რადგან ჩემთვის ის საუკეთესო მეკარეა, რომელიც ყველა ასპექტში ძლიერია, მათ შორის, ფეხით თამაშში. გერმანელი მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილია.

    მარკის ასპარეზობა "ბარსაზე" აისახება. როცა ის კატალონიაში ჩამოვიდა, ძალიან ახალგაზრდა იყო, რის შემდეგაც დიდი პროგრესი განიცადა და ამ დონემდე მიაღწია.

    ობლაკი? სლოვენიელიც შესანიშნავი მეკარეა.

    ზემოთხსენებული ორივე ფეხბურთელი შესაფერის ორ გუნდში იმყოფება. იანი და მარკი ბრწყინვალე მოთამაშეები არიან, რომლებიც გაუმჯობესებაში სხვა მეკარეებსაც ეხმარებიან", - ციტირებს "ლა მასიელის" სიტყვებს Stats Perform.

    2014 წლიდან, ტერ შტეგენისა და კლაუდიო ბრავოს შემდეგ, მასიპი "ბლაუგრანას" მესამე მეკარე იყო, სანამ თავისუფალი აგენტის სტატუსით, 2017 წელს "ვალიადოლიდში" გადავიდოდა. ჟორდიმ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველ გუნდში მხოლოდ 4 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, "ბარსა ბ-ში" კი - 79.

    რაც შეეხება მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, გერმანელი "ბარსელონამ" 2014 წელს შეიძინა. ამ დროის განმავლობაში მან მონაწილეობა 224 მატჩში მიიღო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    1 მაისი 2020 17:25

    საუკეთესოა შეტგო დაეხიოს ალისონიც დე ხეაც და ობლაკიც

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge