MD: მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობს

  • 29-04-2020, 23:31
  • MD: მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობს

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის დიდი ოცნება "ბარსელონაში" თამაშია. კატალონიური წყაროს მტკიცებით, 30 წლის ფეხბურთელმა კატალონიური კლუბის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჟორდი მესტრეს, 2017 წელს ეს პირდაპირ უთხრა.

    ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, "ბარსა" და "იუვე" არტური-პიანიჩის შესაძლო ბარტერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამასთან დაკავშირებით Mundo Deportivo-მ ის 3 შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ბოსნიელი მოთამაშე "ბლაუგრანაში" გადასვლასთან ახლოს იყო.

    პირველად მირალემ პიანიჩის სახელი კატალონიურ კლუბს 2014 წელს დაუკავშირეს, როდესაც "ბლაუგრანას" ლუის ენრიკე წვრთნიდა. ესპანელი სპეციალისტი ნახევარმცველთან ერთად "რომაში" მუშაობდა და მას ფეხბურთელის ხილვა "ბარსაშიც" სურდა.

    მეორედ ესპანეთის ჩემპიონები ბოსნიელი შუახაზელით 2017 წელს დაინტერესდნენ, როდესაც პიანიჩი და მესტრე ერთმანეთს შეხვდნენ. თუმცა, "ლურჯ-ბროწეულისფერები" მაშინ მირალემში 38 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არ იყვნენ.

    ბოლოს პიანიჩს "ბლაუგრანაში" გადასვლა 2018 წელს შეეძლო, მაგრამ ტრანსფერი "იუვენტუსის" მიერ ფეხბურთელში მოთხოვნილი დიდი თანხის გამო არ შედგა.

    კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, მირალემ პიანიჩს "ბარსელონაში" გადაბარგებისთვის ზაფხულში, შესაძლოა, ბოლო შანსი ჰქონდეს. თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან არტურმა განაცხადა, რომ მას მხოლოდ "ბლაუგრანაში" დარჩენა უნდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    shu1987 გულშემატკივარი [?]

    30 აპრილი 2020 17:34

    როცა ახალგაზრდა იყო არ მოვიდა და ახლა იოცნებოს :D

    2
    გასულია
    Don_Andresito [?]

    30 აპრილი 2020 03:27

    ნახევარმცველი რო გვჭირდება ორი აზრი არაა ამაში. რაკიტიჩი ვიდალი წავლენ. მინიმუმ 5 ნახევარმცველი ხო გვინდა? აქედან 4 მაღალი დონის და ზამენაზე მოჟნა 1-2 ახალგაზრდა. ბუსი რჩება, ფრენკი ხელშეუხებელია, არტურს თავი დაანებონ, ეგეც დარჩეს. და გვინდა კიდე ერთი, რაც სერიოზულ კონკურეციას გამოიწვევს. არტური არაა სანდო, ხშირად ტრავმიანობს, ბუსი კიდე ასაკშია. ამიტო ერთი ტოპ ნახევარმცველი გვინდა. ფაბიან რუისი მინდოდა მარა რეალი უნდა ამიტო გაასხას. აუარზე არ ჩალიჩობენ დიდად. თორე პრიორიტეტი ეგ 2 კაცია ჩემთვის, ნდომბელე ცოტა ნელია და ტრავმიანი თორე ისე არც ეგაა ცუდი ბიჭი. ტიაგოს დაბრუნებაზეც მიფიქრია მარა გაახანგრძლივა ფაშისტებთან. რჩება კოუს დაბრუნების ვარიანტი მარა კოუ არაა ისეთი ნახევარმცველი დაცვას რო ეხმარებოდეს და პიანიჩი ამ ეტაპზე ძალიან კარგი ვარიანტია. ჯერ ერთი მაგის სათამაშო თვისებებიდან გამომდინარე 3 წელი მინიმუმ ითამაშებს. მშვენიერია საყრდენად, ბუსის შემცვლელად. იდეალურია არტურის ან ფრენკის პოზიციაზეც, ჭკვიანი, ტექნიკური გმოცდილი კარგი დარტყმით და ყველაფრით. რას უწუნებთ? გასაგებია 30 წლის არის და ასევე არტურში გაცვლა იდიოტიზმია, ჯორჯინიო მოყავს სარის და ამის გასაღება უნდათ, არტურში კი არა რაკიტიჩს + 10-15 მილიონადაც მოვა, არ 40 ად მაქსიმუმ. დამიჯერეთ სულ სხვა ნახევარდაცვა გვეყოლება ამის დამატებით. იმ 3-4 წელში კიდე პუჩი და ალენია ან იზამენ რამეს და შეგვეშველებიან ან გამოჩდნება ვინმე, მორიბა იზრდება, პედრი მოვა და ასე შემდეგ. მე პირადად მაგრად გამისწორდება პიანიჩIს ტრანსფერი თუ არტურის ნაცვლად არ მოვიდა. ანუ არტურიც რო დარჩეს ფრენკიც და ბუსიც ეგრე იდეალური იქნებოდა. ვიდალი რაკეტა წავლენ და ვისი იმედი გვაქ ბუსი რო გადაიღლება ან არტური მორიგ ტრავმას რო მიიღებს?

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 აპრილი 2020 00:25

    აბა ეხლა გაასხი აქედან

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Lionel Messi - 10 Culé [?]

    29 აპრილი 2020 23:50

    კაროჩე დედას იტ.ნავს ხელმძღვანელობა განა ახალგაზრდების მოყვანაზე ფიქრობენ პირიქით ასაკიან კამანდას დაზდევენ და ვინცაგვყავს ახალგაზრდა იმათ კაპიკებში უშვებენ გუნდიდან.
    არაფერი პირადული პიანიჩთან კარგი ნახევარმცველია მარა არაფერში არ გვჭირდება. ჩვენ პირველ რიგში კარგი მწვრთნელი და 1-2 მაღალი დონის მცველი გვინდა კრაიზე და ცენტრში.

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge