ალექს კოლიადოს რამდენიმე მსურველი გამოუჩნდა

ალექს კოლიადოს რამდენიმე მსურველი გამოუჩნდა

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის, ალექს კოლიადოს შეძენა უკვე ბევრ კლუბს სურს.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, კოლიადოთი, კერძოდ, "სოსიედადი", "ვილიარეალი" და "სელტა" ინტერესდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის მოთამაშე, ჯერჯერობით, იმის გაგებას ელოდება, თუ რა გეგმები აქვს "ბარსელონას" მასთან დაკავშირებით. პერსპექტიული ფეხბურთელი მზადაა, განვითარების მიზნით კატალონიური კლუბი იჯარით დატოვოს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, კოლიადოს დამატების სურვილს ამსტერდამის "აიაქსიც" გამოთქვამს, თუმცა ალექსს ესპანეთში დარჩენა და ლა ლიგაში თამაში ურჩევნია. კატალონიელები, ამ ეტაპზე, აპირებენ, ნიჭიერმა ნახევარმცველმა პრე-სეზონი პირველ გუნდთან ერთად გაიაროს.

ალექს კოლიადო "ბარსა ბ-ს" მიმდინარე სეზონში 5 გოლითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.