უნაი ემერის ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნების იმედი აქვს
ცნობილი ესპანელი სპეციალისტი უნაი ემერი "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნების მომხრეა.
"ესპანეთის ჩემპიონატში ნეიმარის მსგავსი ფეხბურთელების გამოსვლა ლა ლიგის მნიშვნელობას უფრო ზრდის.
როდესაც ვარსკლავური ცხოვრება გაქვს, არსებობს ბევრი რამ, რაც არ გვესმის. თუმცა, ნეიმარი კარგი ადამიანია. მას აქვს პირობები იმისათვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო იყოს. ჩემთვის, ნეის გაწვრთნა დიდი პატივი იყო. მისი ხილვა ვარჯიშებზე და თამაშებში შთამბეჭდავია.
გარშემომყოფებმა მხარი უნდა დაგიჭირონ, რათა შენი თავი მთელი 100%-ით ფეხბურთს მიუძღვნა. ეს, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს", - ციტირებს უნაი ემერის სიტყვებს Mundo Deportivo.
უნაი ემერი და ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენში" ერთად 2017/18 წლების სეზონში მუშაობდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]