ანდრეს ინიესტა: "რიასორის" აპლოდისმენტები არასდროს დამავიწყდება

ანდრეს ინიესტა: "რიასორის" აპლოდისმენტები არასდროს დამავიწყდება

"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა ლა ლიგაში თავის ბოლო ტრიუმფს იხსენებს.

"ყველაფერი გუშინდელივით მახსოვს. "რიასორზე" (ლა კორუნიის "დეპორტოვოს" სტადიონი) რამდენიმე წუთი ვითამაშე, მთელი მოედანი ფეხზე წამოდგა და აპლოდისმენტები მომიძღვნა.

ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, თუმცა, მათთვის - მტკივნეული, რადგან ისინი ტურნირიდან გავარდნენ. ეს არასდროს დამავიწყდება", - განაცხადა 35 წლის ნახევარმცველმა კატალონიური კლუბის ოფიცილურ Youtube არხთან საუბრისას.

ერნესტო ვალვერდეს ხელში პრიმერა დივიზიონის ორი ტიტულის მოპოვების შემდეგ, 2018 წელს, ანდრესმა "ვისელ კობეს" მიაშურა, სადაც დღემდე თამაშობს.

"ბარსელონურ" კარიერაში, ინიესტამ 674 მატჩში 57 გოლი და 140 ასისტი მიითვალა.

იაპონური გუნდში გადასვლის შემდეგ, "ბარსას" ლეგენდამ 44 შეხვედრაში თავი 10 გოლითა და 13 ასისტით გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 29 აპრილი 2020 22:26
    0
    ჩმორვერდესთან ერთად 1 ლალიგა მოიგო ინიესტამ.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 29 აპრილი 2020 18:16
    2
    იაპონიაში მაგარი სტატისტიკა ქომია 10 გოლი 13 ასისტი და 2 ტიტული არასრულ 2 სეზონში