რონალდ კუმანი: "ბარსელონას" გაწვრთნა ჩემი ოცნება იყო

  • 28-04-2020, 20:41
  • რონალდ კუმანი: "ბარსელონას" გაწვრთნა ჩემი ოცნება იყო

    Sport-თან ინტერვიუში, ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.  

    "როცა სამწვრთნელო კარიერა დავიწყე, ორი ოცნება მქონდა: ჰოლანდიის ნაკრებსა და "ბარსელონაში" მემუშავა. ნაკრებისთვის ჩემი თავდადება იგივე რჩება, შემიძლია, ვთქვა, რომ აქ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატამდე მაინც დავრჩები. შემდეგ, შეიძლება, "ბარსელონა" გავწვრთნა. ახლა შესაფერისი მომენტი არ არის. 

    "ბარსას" მწვრთნელი ჰყავს და ის კარგად მუშაობს. რაც შემეხება მე - მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დრო გვაჩვენებს. ბოლო დროს ვხედავთ, რომ ყველაფერი სწრაფად იცვლება. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი". - თქვა კუმანმა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    LBJ23 LM10 წევრი [?]

    29 აპრილი 2020 14:05

    ან ეს ან ხავი,პეპი არ დაბრუნდება თორე ყველაზე კაი ვარიანტია

    0
    გასულია
    ნელსონ სემედუ წევრი [?]

    28 აპრილი 2020 21:12

    ეჰჰ ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ ყოფილიყო მოვიდოდა ევროპის ჩემპიონატის მერე ამ ზაფხულს, მარა იქით წელს ჩავის დროც მოდის ამიტომ ძნელი წარმოსადგენია აწი ამის მოსვლა

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV