L’Esportiu: ნეიმარის ტრანსფერი გამორიცხულია, ფსონი ლაუტაროზე კეთდება

L’Esportiu: ნეიმარის ტრანსფერი გამორიცხულია, ფსონი ლაუტაროზე კეთდება

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი, ზაფხულში, დიდი ალბათობით, "ბარსელონაში" არ დაბრუნდება.

როგორც ვარაუდობენ, კორონავირუსის პანდემიის გამო კლუბის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდება.

"ალოგიკური იქნებოდა მოთამაშის გაფორმება, რომელიც სეზონში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ცხადია, რომ კლუბი ნეიმარის მოწვევას ისურვებდა, მაგრამ ჩვენ რეალისტურები უნდა ვიყოთ. ზაფხულში მისი დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი უფრო შედგება, ვიდრე ნეიმარის დაბრუნება." - ციტირებს "ბარსელონას" ერთ-ერთი დირექტორის სიტყვებს L’Esportiu.

წყარო ასევე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სხვა წარმომადგენელსაც ციტირებს: "ნეიმარის დაბრუნება უტოპიას ჰგავს, იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსაზე" ფინანსური კრიზისი იმოქმედებს. თუ მხოლოდ ერთი მოთამაშის ტრანსფერი შედგება, ფსონი ლაუტაროზე გაკეთდება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 აპრილი 2020 20:24
    0
    ვაი თქვენს პატრონს გვჭირდებოდეს მაინც ეს ლაუტარო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued