5 ფეხბურთელი, რომლებიც "ბარსამ" არ უნდა დაკარგოს

5 ფეხბურთელი, რომლებიც "ბარსამ" არ უნდა დაკარგოს

რამდენიმე საკმაოდ დიდი რეპუტაციის მქონე გამოცემა, მათ შორის ESPN და RAC1, იტყობინება, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ თითქმის ყველა ფეხბურთელის დაყენება გადაწყვიტა სატრანსფერო ფანჯარაზე, იმისათვის რომ ზაფხულისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზება შეძლოს.

ამ ინფორმაციის გამჟღავნების გამო, ჩვენ იმ 5 ფეხბურთელს გთავაზობთ, რომელთა გაყიდვაც კატალონიური კლუბისათვის დაუშვებელია.

ანსუ ფატი

გადამეტებული არ იქნება იმის თქმა, რომ ფატი "ლა მასიის" ყველაზე ნიჭიერი ტალანტია გასული 5 წლის განმავლობაში. ამ სეზონში გატანილი 5 გოლით ის "კამპ ნოუს" მომავალ მხსნელადაც შეიძლება იქნეს მიჩნეული. "ბარსას" ნამდვილად არ აქვს იმის უფლება, რომ ასეთი იმედისმომცემი ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვას.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

გოლკიპერი, ეჭვგარეშეა, რომ ლიონელ მესის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელია კატალონიელთა რიგებში. ის უნაკლოდ თამაშობდა, რითაც "ბარსელონას" არასტაბილური დაცვის უამრავი შეცდომის გამოსწორება მოახერხა. მის გარეშე გუნდი გაცილებით მეტ გოლს გაუშვებდა. არც გერმანელი არაა ისეთი, ფეხბურთელი, რომლის მომავალიც კატალონიურ კლუბში კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დაგდეს.

არტურ მელო

ბრაზილიელი "ბარსას" ნახევარდაცვას პირველივე დღიდან იდეალურად მოერგო. მოედნის ცენტრში თამაშისას იგი ჩავის სტილის მსგავსი მახასიათებლებით გამორჩევა. "ბარსამ" აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ის ფეხბურთელი, რომელიც ჩავის თქმითაც კი გუნდის ნახევარდაცვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

სერხიო ბუსკეტსი

გუნდი ტვინის გარეშე დარჩება. არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია ამჟამად, მისცეს "ბარსელონას" ის, რასაც ამას ლეგენდარული ესპანელი ახერხებს. დაცვის დახმარების გარდა, ნახევარდაცვის კონტროლი მისი საუკეთესო თვისებაა.  ასევე ის შესანიშნავ სამსახურს უწევს ამომავალ ვარსკვლავებს, რომლებმაც მომავალში "ბარსას" ნახევარდაცვაზე კონტროლი სრულად უნდა გადაიბარონ.

ფრენკი დე იონგი

"ბარსამ" ნახევარმცველში  უზარმაზარი პოტენციალი დაინახა, რამაც კატალონიელებს ჰოლანდიელის შეძენისკენ უბიძგა. ის "კამპ ნოუზე" ნამდვილად ბრწყინავს, მისი ტალნტი კი ჯერ საბოლოოდ არაა გამომჟღავნებული. ფრენკის სრული პოტენციალი აქვს იმისა, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 28 აპრილი 2020 13:21
    0
    ბუსიმ რატო უნდა დაგვტოვოს სასაცილოა პირფაპირ. დადგეს დე იონგი მაგრამ ჩაის მსგავსად სკამზე რომ გადაჯდეს რატომ არ გინდათ? ვინ მოგყავთ ბუსკეტსზე ძლიერი სკამი?
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #6 28 აპრილი 2020 12:27
    0
    ბუსმა უნდა დაგვტოვოს არტირს კი ერთი სანში კვლავ უნდა მივცეთ თუ ასე გააგრძელა გასაშვებია სხვას კი ვეთანხმები მაგრამ ამ სიას მესის ალბას სემედუს დავამატებდი
    Pique_3
    სტუმარი [?]
    #5 28 აპრილი 2020 11:24
    2
    ჩემთვის ბუსკეცი ყველა დროის საუკეთესო ჩამშლელია და ზოგადად ჩემი ერთ-ერთი საყვარელი იგროკია მარა უნდა მიბაძოს ხავის და ინის და მიხვდეს რო ვეღარაა ისეთი🥺ტვინია ბაზარი არაა მარა ვეღარ დარბის საერთოდ და დეიონგი კიდე პოტენციალს ვერ გამოავლენს თუ ბუსის პოზიციაზე არ დადგა🤷‍♂️დეიონგი არტური კოუტინიო(თუ ფორმაში შევიდა) იდეალური ნახევარ დაცვა იქნება🙂❤
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 აპრილი 2020 09:43
    1
    ანუ მესია გასაშვები?
    წევრი [?]
    #3 28 აპრილი 2020 02:57
    0
    ყველა კი ყველა თურმე თავის თავსაც ყიდიან სისულელე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 აპრილი 2020 01:50
    4
    ასევე სემედუ და ტოდიბო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #1 28 აპრილი 2020 01:38
    2
    შტეგენზე რაღაც წამოვიდა ჭორები ონანაზე იბრძვიანო. შტეგენი თუ დაკარგეს დაააასაჭურისეთ ის 4 თვალა.
    ყველაფრის ღირსია

    ის ფრანგიც გაააპანღურეთ.

    ბორდი უფრო ბანძი გვყვას თუ დაცვა არ ვიცი რა