კორონავირუსის გამო, "ბარსელონა" და "რეალი" 300-400 მლნ. ევროს დაკარგავენ
- 28-04-2020, 01:04
-
El Maestro
- 4

ცნობილია, თუ როგორი ფინანსური დანაკარგი შეიძლება მოუტანოს კორონავირუსის პანდემიამ "ბარსელონასა" და "რეალს".
Cadena SER-ის ინფორმაციით, სეზონის შეჩერებისა და დეკემბრამდე მაყურებლის გარეშე გასამართი მატჩების გამო, კატალონიური და მადრიდული კლუბები 300-დან 400 მილიონ ევრომდე თანხას დაკარგავენ.
ლიგის წინასწარი შეფასების თანახმად, დეკემბერში ეს კლუბები 50 მილიონ ევროზე მეტს დაკარგავენ, რასაც მხოლოდ ბილეთების გაყიდვით გამოიმუშავებდნენ.
თუ სეზონი არ განახლდება, შემდეგი სეზონი კი მაყურებლის გარეშე ჩაივლის, ესპანური ფეხბურთი, საერთო ჯამში, 1,9 მილიარდ ევრომდე თანხას დაკარგავს.
როგორც წყარო დასძენს, ცუდი სცენარის ფონზე, ზოგიერთმა კლუბმა, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]