"არსენალი" დემბელეს შესახებ დამატებით ცნობებს აგროვებს

  • 26-04-2020, 15:11
  • "არსენალი" დემბელეს შესახებ დამატებით ცნობებს აგროვებს

    ბრიტანული გაზეთი, Express, იუწყება, რომ ლონდონის "არსენალი" "ბარსელონას" ფრანგი გარემარბის, უსმან დემბელეს შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული.

    გამოცემა წერს, რომ "მეთოფეებს" ოფიციალური შეთავაზების გაკეთებისგან დემბელეს ტრავმიანობა აყოვნებთ. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი "კამპ ნოუზე" მესამე სეზონს ატარებს, მან მხოლოდ 74 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამომდინარე აქედან, ინგლისური კლუბი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ფეხბურთელზე დამატებითი ინფორმაციის მოგროვებით არის დაკავებული.

    გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობისა, "არსენალის" წარმომადგენლები დემბელეს "ბარსელონაში" ადაპტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც იკვლევენ.

    შეგახსენებთ, რომ დემბელე "ბლაუგრანას" 2017 წელს შეუერთდა. კლუბმა მის სანაცვლოდ 105 მილიონი ევრო + ბონუსები გადაიხადა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    27 აპრილი 2020 12:47

    ციტატა: LBJ23 LM10
    სანამ დროა გაუშვან ჯობია,თორე მერე სულ დაეცემა ამის ფასი

    ამის ფასი 70ს ქვევით არანაირათ არ ჩამოვა

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    26 აპრილი 2020 19:41

    შეეშვით ამ დემბელეს შეეშვით

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    26 აპრილი 2020 19:30

    Amis gashveba ro undodet aqamde moinelebdnen ukve

    0
    გასულია
    LBJ23 LM10 წევრი [?]

    26 აპრილი 2020 17:22

    სანამ დროა გაუშვან ჯობია,თორე მერე სულ დაეცემა ამის ფასი

    0
    გასულია
    El pistolero 9 ფანი [?]

    26 აპრილი 2020 16:36

    იანვრამდე უნდა აცალონ.

    1
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გასულია
    ousmane dembele 11 გულშემატკივარი [?]

    26 აპრილი 2020 15:39

    არუნდა გაუშვან ახლა გაიკეთა ოპერაცია და ბოლო შანსი უნდა მისცენ

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV