MD: ტერ შტეგენს "ბარსელონადან" წასვლა არ სურს

MD: ტერ შტეგენს "ბარსელონადან" წასვლა არ სურს

Mundo Deportivo-ს მტკიცებით, "ბარსელონა" მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას კლუბის აბსოლუტურ პრიორიტეტად მიიჩნევს და თავად ფეხბურთელის სურვილსაც კატალონიაში დარჩენა წარმოადგენს.

გამოცემა წერს, რომ გლობალური პანდემიის გამო, მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია და იგი მას შემდეგ განახლდება, რაც კორონავირუსის მიერ "ბარსელონასთვის" მიყენებული ეკონომიკური ზიანის ოდენობა გაირკვევა.

მიუხედავად შეუთანხმებლობისა, ტერ შტეგენს კლუბთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ახალი კონტრაქტის დადება საერთო მიზანია.

მსოფლიოში "ბარსელონას" ყველაზე მაღალი ხელფასები აქვს. გერმანელი მეკარისთვის კი მიუღებელია ის ფაქტი, რომ მასზე მაღალ ანაზღაურებას გუნდის ისეთი წევრები იღებენ, რომელთაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირთ, თუმცა კატალონიური გამოცემა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს. კლუბიც იზიარებს ტერ შტეგენის უკმაყოფილებას და ცდილობს, მისთვის მისაღები შეთავაზება მოამზადოს.

ამავდროულად, ტერ შტეგენის გარშემო შექმნილ ვითარებას თვალს ევროპის რამდენიმე წამყვანი კლუბი ადევნებს. გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნი", "იუვენტუსი", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" არიან ის კლუბები, რომელთაც გერმანელის საკუთარ რიგებში ხილვა სურთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 26 აპრილი 2020 17:16
    1
    აბა რა,ბარსაზე უკეთესს ადგილს ვერსად იპოვის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 აპრილი 2020 13:19
    1
    ვინ უშვებს რო 😀
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued