აგენტი: "რეალი" ნეიმარის შეძენაზე ისევ ოცნებობს
ცნობილი ბრაზილიელი აგენტი ვაგნერ რიბეირუ აცხადებს, რომ მადრიდის "რეალს" კატალონიის "ბარსელონას" მთავარი სატრანსფერო სამიზნის, ნეიმარის გადაბირება ისევ უნდა.
ნეიმარი, გასულ წლებში, რიბეირუს კლიენტი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება "პარი სენ-ჟერმენის" ახლანდელი შემტევის "ბლაუგრანაში" ტრანსფერი.
"რეალიდან" არაერთხელ დამირეკეს, რადგან პერესი ნეიმარის შეძენაზე ოცნებობდა. ფლორენტინოს, გასული წლის მაისში, მის ოფისში შევხვდი და მან მითხრა, რომ ნეიმარის დამატებაზე ისევ ოცნებობს.
დღეისათვის ბრაზილიელი შემტევი 164 მილიონი ევრო დაგიჯდებათ. ერთი წლის წინ ეს ფასი არ არსებობდა.
ნეიმარი მესისა და რონალდუზე ბევრად უკეთესია. მისი ცუდად თამაში არასდროს მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ნეის წინააღმდეგ ხშირად უხეშობენ, ის ყოველთვის ქმნიდა სხვაობას "სანტოსში", ან გოლს იტანდა, ან ასისტს აკეთებდა. ეს "ბარსელონასა" და პსჟ-შიც ვიხილეთ", - ციტირებს ვაგნერ რიბეირუს სიტყვებს ESPN.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]