"ბარსელონა" ვერნერს ლაუტაროს ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს
- 24-04-2020, 15:36
-
El Maestro
- 2

"ბარსელონა" "ლაიფციგის" თავდამსხმელით, ტიმო ვერნერითაა დაინტერესებული.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიური კლუბის პრიორიტეტული სამიზნე "ინტერის" შემტევი, ლაუტარო მარტინესია. თუმცა, "ლურჯ-ბროწეულსიფერები" ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავენ და ერთ-ერთი მათგანი სწორედ გერმანელი ფორვარდია.
წყაროს ცნობით, მარტში "ბარსელონას" ტექნიკური მდივანი, ერიკ აბიდალი და მისი მოადგილე, რამონ პლანესი გერმანიაში გაფრინდნენ, სადაც ვერნერის მამას შეხვდნენ, რათა გაეგოთ, თუ როგორ უყურებს ფეხბურთელი "ბარსაში" შესაძლო ტრანსფერს.
ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პლანესი "ლაიფციგსა" და "ტოტენჰემს" შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩს დაესწრო, რათა ვერნერისა და ასევე გერმანული კლუბის მცველების, ანხელინიოსა და დაიო უპამეკანოს თამაშებს დაკვირვებოდა.
24 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ასევე "ლივერპული", "ინტერი" და "ბაიერნი" იჩენენ.
ტიმო ვერნერმა ამ სეზონში, "ლაიფციგის" მაისურით, ყველა ტურნირზე, 27 გოლი გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]