რივალდო: ვერ მოვიტყუებით, რომ კოუტინიო ცუდად თამაშობს

რივალდო: ვერ მოვიტყუებით, რომ კოუტინიო ცუდად თამაშობს

Betfair-თან მიცემულ ტრადიციულ ინტერვიუში რივალდომ საკუთარი თანამემამულის მომავალზე ისაუბრა. ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ კოუტინიო ისე ცუდად არ თამაშობს, როგორც მასზე საუბრობენ. გარდა ამისა, მან თქვა, რომ ფილიპესთვის "ჩელსიში" კარიერის გაგრძელება კარგი ვარიანტია.

"ვფიქრობ, რომ ეს მისი სათანადო შეფასება არაა, თუმცა არ შეგვიძლია, მოვიტყუოთ, რომ ფილიპე ცუდად თამაშობს. უბრალოდ, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მისგან "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ მოელოდნენ."

"ბარსელონასა" და "ბაიერნში" გატარებული ორსეზონნახევრის განმავლობაში მან პრემიერლიგური ფორმა ვერ დაიბრუნა, თუმცა "ჩელსიში" გადასვლის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ყველაფრის აღდგენას შეძლებს. ეს მისთვის კარგი ვარიანტია."

შესაძლოა, რივალდო მართალია. კატალონიელების მაისურით ჩატარებულ 76 შეხვედრაში ბრაზილიელმა 21 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხოლო "ბაიერნში" კი 32 შეხვედრაში მის ანგარიშზე 9 გოლი და 8 ასისტია. 

კოუტინიოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მიუნხენელები 120 მილიონ ევროიანი გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებენ, "ბარსელონა" კი მის გაყიდვას ამავე ზაფხულს გეგმავს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 აპრილი 2020 15:32
    0
    ციტატა: nika 54
    რა არის იცით? თუ ვიტყვით რო ნახევარმცველია მაშინ ვერაფერს დაუწუნებთ შედეგიანობის მხრივ, ამდენი გოლი არც ბუსკეტს და არც რაკიტიჩს არა აქვს გატანილი(საშუალოდ თამაშში), იგივე ითქმის საგოლე მომენტებზე. მეორე მხრივ ბარსაში ვერ გავიგეთ ბოლომდე, ნახევარმცველი იყო თუ თავდამსხმელი და ძნელია ლაპარაკი. მართლაც მუქთად გაშვებას სეტიენის იმედად ხო არ დავტოვოთ და რა იცი იქნებ რაღაცა გამოვიდეს, ყოველ შემთხვევაში დემბელესავით სავადმყოფოებში არ იღებს ხელფასს.

    სეტირნს მაგრად უნდა რო კოუტინიო დატოვონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 24 აპრილი 2020 10:43
    1
    "ბილბაოს" სინდისზეა(იდეაში,თორე მაგ არსებას სინდისი არ გააჩნია) ამის გაფუჭებაც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 აპრილი 2020 09:32
    4
    რა არის იცით? თუ ვიტყვით რო ნახევარმცველია მაშინ ვერაფერს დაუწუნებთ შედეგიანობის მხრივ, ამდენი გოლი არც ბუსკეტს და არც რაკიტიჩს არა აქვს გატანილი(საშუალოდ თამაშში), იგივე ითქმის საგოლე მომენტებზე. მეორე მხრივ ბარსაში ვერ გავიგეთ ბოლომდე, ნახევარმცველი იყო თუ თავდამსხმელი და ძნელია ლაპარაკი. მართლაც მუქთად გაშვებას სეტიენის იმედად ხო არ დავტოვოთ და რა იცი იქნებ რაღაცა გამოვიდეს, ყოველ შემთხვევაში დემბელესავით სავადმყოფოებში არ იღებს ხელფასს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 24 აპრილი 2020 04:30
    3
    მერამდენე კარგ ფეხბირთელს აფუჭებენ უკვე)))