შესაძლოა, ფეხბურთი VAR-ის გარეშე განახლდეს

შესაძლოა, ფეხბურთი VAR-ის გარეშე განახლდეს

Sky Italia-ს გავრცელებული ინფორმაციით, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა აგვისტოში განახლდება. ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, მატჩები, დიდი ალბათობით, დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

ახლახან ფრანგულმა RMC Sport-მა გააჟღერა, რომ, მოსალოდნელია, ნახსენები ლიგა ვიდეორეფერის გარეშე დაბრუნდეს. არ გამოირიცხება, რომ ცვლილება სხვა ჩემპიონატებსაც შეეხოს.

როგორც აღნიშნული წყარო ამბობს, საფრანგეთის ლიგა გეგმა ბ-ზე უკვე მუშაობს. მათი მიზანია, ისეთი უსაფრთხო გარემო შექმნან, საიდანაც დისტანციურად მომენტების გამეორება კვლავაც შესაძლებელი იქნება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 23 აპრილი 2020 17:06
    0
    აბა მოუგია ისევ რეალს და ეგაა
    [?]
    #2 22 აპრილი 2020 22:16
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    ოო ლიგა თუ VAR-ის გარეშე განახლდა მოუგია ისევ რეალს

    ხოო ფლორომ აშკარად მეორე წელია დედა არ გვყავს ლიგაზე თუ ლა ლიგაშიო. წელს იმენა მაგათ უნდა მოიგონ ლა ლიგა, როგორც ხდება ხოლმე ყოველ მესამე წელს ლა ლიგის შეკვეთა პერესის მხრიდან. მარა ვარ-მა სერიოზულად გაურთულა საქმე :D ნუ ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით მარა რეალურად თუ დახურულ კარს მიღმა განახლდება ტურნირები იმდენად ცუდი საყურებელი და უინტერესო იქნება ვარ-ის ყოფნა არ ყოფნას მნიშნველობა აღარ აქვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 აპრილი 2020 21:29
    1
    ოო ლიგა თუ VAR-ის გარეშე განახლდა მოუგია ისევ რეალს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued