კრუიფის გაკვეთილი გვარდიოლას

კრუიფის გაკვეთილი გვარდიოლას

პეპ გვარდიოლა, კარიერის დასაწყისში, დაცვაში კარგი თამაშით არ გამოირჩეოდა, მაგრამ კრუიფის რჩევების შემდეგ, ის თავის პოზიციაზე, ერთ-ერთი საუკეთესო გახდა.

ლეგენდარული ჰოლანდიელი, გვარდიოლას 1990 წლიდან 1996 წლამდე წვრთნიდა. კრუიფი ერთ-ერთ ინტერვიუში ხსნის, თუ როგორ დაიწყო გვარდიოლას ცვლილება.

"გვარდიოლა ტექნიკურად იდეალურად იყო მომზადებული, ძალიან კარგი მოედნის ხედვა ჰქონდა, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ყოფილა." - ამბობს კრუიფი Aspire Event-თან, 2015 წლის ინტერვიუში.

"მაგრამ ის თამაშობდა იმ პოზიციაზე, სადაც თავდაცვა არის საჭირო, ამიტომ მე მას ვკითხე: შეგიძლია თავი დაიცვა?"

"არც მე ვარ მცველი, თუ მთელი ამ სივრცის დაცვა მევალება, მაშინ მე ძალიან ცუდი მცველი ვარ, მაგრამ თუ ამის დაცვა მევალება (ანიშნებს მაგიდაზე) მაშინ საუკეთესო ვარ!"

კრუიფი საუბრობდა ზონური დაცვის პრინციპებზე, სადაც ფეხბურთელს კონკრეტული სივრცის დაცვა უწევს და არა, რომელიმე მეტოქის მთელ მოედანზე დევნა.

 "საუბარი არ არის იმაზე, კარგი მცველი ხარ თუ ცუდი, საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული მონაკვეთი დაიცვა, ამიტომ გვარდიოლას ვუთხარი: ბურთით საუკეთესო ხარ, მაგრამ როცა უბურთოდ ვრჩებით, ვალდებული ხარ სივრცე აკონტროლო, დაცვა არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას ფეხში ჩაარტყა, ან ბურთის მოსაპოვებლად თავდაუზოგავად ირბინო, დაცვა ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ მონაკვეთს სრულად აკონტროლებდე."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 აპრილი 2020 18:26
    0
    ადამიანი რომელიც აზროვნებდა.
    Culé [?]
    #3 22 აპრილი 2020 18:24
    1
    როცა გესმის ფეხბურთი ქვია ამას, კრუიფის სონის მცოდნე ფწხბურთში იშვიათობაა შეძლება არც არავინ იყოს ამის მსგავსი მცოდნე
    [?]
    #2 22 აპრილი 2020 17:55
    1
    აი ეგაა მთავარი სხვაობა ბუსის და კაზემიროს შორის. კაზემირო დღეს საუკეთესო საყრდენია, იმენა საყრდენი რასაც ქვია, მოჩეხვა, ართმევა, დამტვრევა, ფიზიკური ბრძოლის მოგება და ასე შემდეგ. მარა ეგ რო კრუიფის ან პეპის გუნდში გაგეშვა და ამ ფილოსოფიით გეთხოვა ეთამაშა, ისე აიჭრებოდა საერთოდ ვერ გაერკვევოდა ვერაფერში, კაზემიროს ყველაფერი მუხლში აქვს, ბუსის თავში. უბრალოდ ბუსის ვალვერდეს მოთრევის მერე დაევალა უკვე კაზემიროობა და არა კონკრეტული ზონის დაცვა. როცა ჩავი და ინი ყავდა, ორივე იდეალურად იცავდა თავის ზონას და ბუსიც შესაბამისად ბევრად უკეთესი ჩანდა დ ათავის საქმეს აკეთებდა. მარა რაკიტიჩის და ვიდალის მოსვლის მერე უკვე ტიპს არა კონკრეტული ზონის, არამედ მთელი ცენტრის კონტროლი დაევალა და მანდ დაერხა. ეგ არავის შეუძლია, თუ ხარ ტექნიკური და ჭკვიანი საყრდენი, გყავს ასეთივე მწვრთნელი, მაშინ მოგცემს კონკრეტულ ზონას დასაცავად და ამას გააკეთებ მარა თუ მწვრთნელი აზრზე არაა ზონების მაშინ დარხეული გაქვს. ამიტო ჩანს დღეს კაზემირო უკეთესი. ბუსის აქვს რეგრესიც მარა დღეს რო ისევ ჩავი ინის გვერდით იიყოს ვერავინ გაბედავდა იმის თქმას რო კაზე სჯობს, კანტე ან ვინმე კიდე.
    ფანი [?]
    #1 22 აპრილი 2020 14:19
    2
    ფეხბურთის პროფესორი ❤️