"ბარსელონამ", შესაძლოა, სეზონი სარეზერვო გუნდის სტადიონზე დაასრულოს

"ბარსელონამ", შესაძლოა, სეზონი სარეზერვო გუნდის სტადიონზე დაასრულოს

"ბარსელონასთვის" ლა ლიგაში დარჩენილი 11 მატჩი, რომლებიც, დიდი ალბათობით, ზაფხულში, მაყურებლების გარეშე ჩატარდება, შესაძლოა, "კამპ ნოუს" ნაცვლად იოჰან კრუიფის სტადიონზე გაიმართოს - ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. 

კლუბში ფიქრობენ, რომ ცარიელ დიდ არენაზე თამაში ფეხბურთელებზე უარყოფით ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს და უმჯობესი იქნება, თუ ისინი გაცილებით მცირე ზომის სტადიონს გამოიყენებენ. ტიტულისთვის ბრძოლაში "ბარსას" მთავარი კონკურენტის, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელებიც იგივე აზრზე არიან და "სანტიაგო ბერნაბეუს" ნაცვლად სარეზერვო გუნდის მინდორზე თამაშს აპირებენ. 

"ესტადი იოჰან კრუიფი" სეზონის სტარტზე გაიხსნა და სულ 6 000 მაყურებელს იტევს. ამ მოედანზე "ბარსა ბ-სა" და "ბარსელონას" ქალთა გუნდის მატჩები იმართება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #2 22 აპრილი 2020 04:18
    1
    რეალი რეკონსტრუქციის დაწყებას აპირებს და მაგიტო გადაწყვიტეს ეგ.
    ისე არაა ცუდი აზრი, თითქმის 100000 იან სტადიონზე რო სიცარიელეა, ერთგვარი სტრესია ეგეც...
    გულშემატკივარი [?]
    #1 22 აპრილი 2020 00:47
    2
    ყველაფრიდან ეკონომიას რო აკეთებენ განათებაში ნაკლები ფული დაიხარჯება🤣 მაგრამ კარგი აზრია