"პარი სენ-ჟერმენი" ლაივინ კურზავას გაშვებას არ აპირებს

"პარი სენ-ჟერმენი" ლაივინ კურზავას გაშვებას არ აპირებს

"პარი სენ-ჟერმენი" გუნდის მარცხენა მცველის, "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნის, ლაივინ კურზავას შენარჩუნებას გეგმავს. ამ ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.

ფრანგი ჟურნალისტების ინფორმაციით, პარიზული კლუბი მზადაა, კურზავას, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ 27 წლის ფეხბურთელის პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშრებით, ჯერჯერობით, უცნობია. ცნობილია ის, რომ კურზავა ელოდება "ბარსელონას", რომელიც ფრანგი მცველის ხელში ჩაგდებას ზაფხულში უფასოდ აპირებს.

ლაივინ კურზავამ მიმდინარე სეზონში 23 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 20 აპრილი 2020 15:51
    2
    მოიყვანეთ უფასოდ , თუ ვერ გაამართლებს გაყიდიან და 20 მილიონს მაინც ხომ იშოვიან
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #3 20 აპრილი 2020 14:09
    2
    არაა ხელიდან გასაშვები ეს ბიჭი. ფირპოს ბევრად ჯობია. ფირპოს გაყიდონ ფულს მაინც აიღებენ
    ფანი [?]
    #2 20 აპრილი 2020 04:46
    2
    გაასხას არაა ბარსას დონის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 აპრილი 2020 02:29
    5
    კურჟავას მოუნდეს ბარსაში და ჩემს ფეხებს შეინარჩუნებს ამას პესეჟე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued