ჟორდი ალბა - ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტი მცველი

ჟორდი ალბა - ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტი მცველი

სპორტული სტატისტიკის მწარმოებელმა კომპანია Opta-მ "ბარსელონას" უკანახაზელი ჟორდი ალბა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტ მცველად დაასახელა.

წყაროს ცნობით, ალბა ლა ლიგაში, სულ მცირე ბოლო 4 სეზონის განმავლობაში, მცველებს შორის ყველაზე მეტ საგოლე პასს აკეთებს. ესპანეთის ჩემპიონატში, 2015/16 წლების სეზონის შემდეგ, ჟორდის მიერ შესრულებულ 29 ასისტზე მეტი შედეგიანი გადაცემა სხვა არცერთ უკანახაზელს არ გაუკეთებია.

ჟორდი ალბა "ბარსელონას" აღზრდილია. ის "ლა მასიაში" 1998-2005 წლებში ირიცხებოდა. ალბა კატალონიურ კლუბში 2012 წელს "ვალენსიადან" 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა.

31 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე, მიმდინარე სეზონში, 24 მატჩი, 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. ალბამ, მთლიანობაში, "ბლაუგრანაში" 324 თამაში ჩაატარა, 16 ბურთი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 აპრილი 2020 11:51
    0
    ციტატა: messi and iniesta
    ვიღაცეები გამოვლიან მერე და იტყვიან ეს რათ გვინდაო არადა საკვანძო ფიგურაა ჩემი აზრით ერთ-ერთი რათქმა უნდა

    აი ნეიმარი თუ მოვიდა ამის საგოლეები ალბათ ნულზე ჩამოვა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 აპრილი 2020 21:24
    2
    სერიოზული რეგრესი აქვს ამას ლივერპულთან განმეორებითი მატჩის მერე დაერხა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 18 აპრილი 2020 21:00
    3
    ვიღაცეები გამოვლიან მერე და იტყვიან ეს რათ გვინდაო არადა საკვანძო ფიგურაა ჩემი აზრით ერთ-ერთი რათქმა უნდა