რივალდო გრიზმანზე: "ბარსელონამ" ცოტა უნდა მოითმინოს

რივალდო გრიზმანზე: "ბარსელონამ" ცოტა უნდა მოითმინოს

"ბარსელონას" ლეგენდამ, რივალდომ Betfair-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა გუნდის ფრანგ შემტევზე, ანტუან გრიზმანზე, რომელიც კატალონიურ კლუბში სადებიუტო სეზონს ატარებს.

ბოლო დროს 29 წლის თავდამსხმელის "ბლაუგრანადან" წასვლაზე ბევრი იწერება. გავრცელებული ცნობებით, "ბარსამ" გრიზმანი, შესაძლოა, ლაუტარო მარტინესის ან ნეიმარის ტრანსფერში ჩართოს, თუმცა რივალდო მიიჩნევს, რომ ანტუანი კლუბში უნდა დარჩეს.

"მჯერა, რომ "ბარსას" ხელმძღვანელობა გრიზმანს უკეთ ათამაშებისთვის მეტ დროს მისცემს.

იტალიაში ანტუანს უფრო გაუჭირდებოდა. ვფიქრობ, მისი მომავალი ლა ლიგაშია, სადაც ის კარგადაა ადაპტირებული და მზადაა, თავისი საუკეთესო თამაში რეგურალურად აჩვენოს.

"ბარსელონას", უბრალოდ, ცოტა მოთმინება სჭირდება იმისათვის, რომ მან მეტი ნდობა მოიპოვოს და საკუთარ თავზე უფრო მეტი აიღოს".

ანტუან გრიზმანმა მიმდინარე სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 აპრილი 2020 16:26
    2
    ციტატა: M10 S9 D11
    ათამაშდება სუას გვერდით თუ დააყენებენ მეორე ფორვარდად და უკან მესის დაუყენებენ ორივეს მესიმ და გრიზმანმა თამაშის მსვლელობის დროს პოზიციები ხშირად უნდა ცვალო ასე ვერც მესის ამოკეტავენ და მეტოქის მცველებსაც დააბნევენ და უფრო ეფექტური შეტევაც გვეყოლება

    ამის გაკეთებას კიდევ კარგი მწვრთნელი უნდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 აპრილი 2020 16:13
    1
    ათამაშდება სუას გვერდით თუ დააყენებენ მეორე ფორვარდად და უკან მესის დაუყენებენ ორივეს მესიმ და გრიზმანმა თამაშის მსვლელობის დროს პოზიციები ხშირად უნდა ცვალო ასე ვერც მესის ამოკეტავენ და მეტოქის მცველებსაც დააბნევენ და უფრო ეფექტური შეტევაც გვეყოლება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued