მასკერანო: "ბარსელონაში" კარიერის საუკეთესო წლები გავატარე

  • 17-04-2020, 17:50
  • მასკერანო: "ბარსელონაში" კარიერის საუკეთესო წლები გავატარე

    "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ, კატალონიის რადიოსთან ინტერვიუში "კამპ ნოუზე" გატარებული პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ სათამაშო პოზიციის შეცვლა მას დაეხმარა, კლუბში დამკვიდრებულიყო.

    "მე "ბარსელონას" ისტორიის საუკეთესო ეპოქის ნაწილი ვიყავი. იქ კარიერის საუკეთესო წლები გავატარე.

    26 წლის ვიყავი, როდესაც "ბარსაში" გადავედი, ძალიან კარგი ასაკია პროგრესის გაგრძელებისთვის. კლუბმა მომცა შესაძლებლობა, დიდებულ გუნდელებთან ერთად მეთამაშა".

    35 წლის მასკერანომ, აგრეთვე, თქვა, რომ ნახევარდაცვიდან დაცვის ცენტრში გადასვლა მისთვის პოზიტიური ცვლილება იყო.

    "სათამაშო პოზიციის შეცვლა ძალიან დამეხმარა. სხვა შემთხვევაში, ამდენი ხნის განმავლობაში კლუბში ვერ დავრჩებოდი".

    არგენტინელმა "ბარსელონაში" 334 მატჩი ჩაატარა. მან 8 საგოლე პასი მიითვლა და მეტოქის კარის აღება ერთადერთხელ შეძლო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    17 აპრილი 2020 21:30

    სურათზე ეს მასკერანოა თუ მაჯახედი.

    1
    გასულია
    FloweN გულშემატკივარი [?]

    17 აპრილი 2020 19:44

    ძაან ვაფასებ იმ ჟირკის გამო როგორც ბარსაში, თუნდაც ნაკრებში თამაშობდა, მარავერ ვპატიობ ლივერპული რო არჩია ბარსას.
    ესეც ალოგიკურია, ბარსამ თუ მეტი მოგცა და საუკეთესო წლები აქ გაატარე ლივერპული რატო გირჩევნია O.o

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV