კიკე სეტიენის პრობლემები

კიკე სეტიენის პრობლემები

იმ სამი თვის განმავლობაში, რაც კიკე სეტიენი პოსტს იკავებს, დიდი ცვლილებები მოხდა, როგორც "ბარსელონაში", ისე ზოგადად ფეხბურთში. სეტიენის მოსვლის შემდეგ, "ბარსას" ხელმძღვანელობაშიც ცვლილებებია, გუნდი ექვსმა დირექტორმა დატოვა.

გუნდს რთული პერიოდი უდგას და "ბეტისის" ყოფილ მწვრთნელს, ამ ყველაფერთან სწრაფი ადაპტირება მოუწევს.

ზეწოლა

ბართომეუმ ყველა გაათავისუფლა, ვინც თვალში ცუდად ხვდებოდა, კლუბში არსებული ყველა პრობლემა მათ დააბრალა და ახლა კრიზისთან ერთპიროვნულად ბრძოლას აპირებს. მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე, სეტიენის პოზიცია, მყარი ნამდვილად არ არის.

განხეთქილება ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას შორის

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერიკ აბიდალმა ფეხბურთელები გააკრიტიკა. მოულოდნელად საჯარო პასუხიც მიიღო, რამაც სიტუაცია მნიშვნელოვნად გააუარესა. ამას მოყვა კორონავირუსი და ასევე საჯარო დაპირისპირება, ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით.

სეტიენს იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი სავარჯიშო პროცესზე არ იმოქმედებს და გამოთქვა მოსაზრება, რომ კონფლიქტი აუცილებლად გუნდის შიგნით უნდა მოგვარებულიყო.

"ლა მასია"

როდესაც სეტიენი პოსტზე დაინიშნა, 61 წლის სპეციალისტმა პირობა დადო, რომ "ლა მასიადან" ფეხბურთელების დაწინაურებას ხელს შეუწყობდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

TV3-თან ინტერვიუში, მან შემდეგი რამ განაცხადა: "ხალხს რა უნდა? აკადემიიდან ფეხბურთელების დაწინაურება, თუ ტიტულები?"

ტრავმები

სეტიენს არც ამაში გაუმართლა. მისი მოსვლიდან მცირე ხანში, გუნდს ორი წამყვანი თავდამსხმელი, ლუის სუარესი და უსმან დემბელე გამოაკლდა. რომ არა ნაჩქარევი გადაწყვეტილება, კარლეს პერესი ისევ "ბარსელონაში" იქნებოდა, მაგრამ მწვრთნელმა სწრაფად განაცხადა თანხმობა და პერესი "რომაში" წავიდა.

მესის და სეტიენის განსხვავებული მოსაზრებები

მესის მიაჩნია, რომ გუნდში ცვლილებებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში "ბარსა" ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას, ვერ შეძლებს.

სეტიენი მის მოსაზრებას არ ეთანხმება

"მიმაჩნია, რომ ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია, ლეოს არ ვეთანხმები."

სათამაშო სტილი

ფანებს ვალვერდე არ უყვარდათ, ყველაზე დიდი ცვლილება "ბარსელონას" სტილმა, სწორედ მის ხელში განიცადა. ის იგებდა ჩემპიონატებს, მაგრამ უსახური ფეხბურთის ყურება გულშემატკივარს აღარ სურდა. "კამპ ნოუზე" დამსწრეთა მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა.

კიკე სეტიენი მოვიდა, როგორც კრუიფის სტილის მიმდევარი. რა თქმა უნდა ყველა ხვდება, რომ ცვლილება სწრაფად ვერ მოხდება და ყველაფერს დრო სჭირდება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ პროგრესი გამოჩნდა. ჯერჯერობით, საქმე ცუდად არის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 17 აპრილი 2020 17:00
    0
    ახალი სისხლი ახალი ხედვა! მეტი ნდობა აკადემიას ხავი უნდა მოვიდეს!! მე არ ვამბობ რო მოვა თუ არა ეგრევე ყველა ტიტული დაიდება მაგრამ თაობათა ცვლა მეტად უმტკივნეულოდ ჩაივლის
    Culé [?]
    #4 17 აპრილი 2020 16:50
    0
    ვინმე ნორმალური მწრთვნელი უნდა გუნდს და რათქმაუნდა ცვლილებები საჭიროა შემადგენლობაში
    გულშემატკივარი [?]
    #3 17 აპრილი 2020 12:38
    0
    ციტატა: davidus2020
    მე ყოველთვის ვამბობდი,ბარსას მწვრთნელი უნდა იყოს ,ბარსას ლეგენდა,მინიმუმ მსოფლიო ფეხბურთის ან ძალიან ავტორიტეტული მწვრთნელი,სხვა ყველა შემთხვევაში ,მწვრთნელიც და გუნდიც განწირულია,რა რევოლუცია უნდა მოაწყოს სეტიენმა? ვისი ავტორიტეტი ფეხბურთელების თუ ხელმძღვანელობის,რომც უნდოდეს ვინ უსმენს?შეიძლება კარგი იდეებიც კი აქვს.

    ენრიკე ვაფშე არ ყოფილა ბარსას ლეგენდა,მარა დადო შედეგი...
    მარა გეთანხმები რაღაც მხრივ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 აპრილი 2020 12:05
    2
    აი სად თქვა მესიმ ლიგას ვერ მოვიგებთო? სეტიენს რაც შეეხება კამანდა არ ყავს აი დაბრუნდება სუარესი და შეტევაც გამოცოცხლდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 17 აპრილი 2020 11:44
    1
    მე ყოველთვის ვამბობდი,ბარსას მწვრთნელი უნდა იყოს ,ბარსას ლეგენდა,მინიმუმ მსოფლიო ფეხბურთის ან ძალიან ავტორიტეტული მწვრთნელი,სხვა ყველა შემთხვევაში ,მწვრთნელიც და გუნდიც განწირულია,რა რევოლუცია უნდა მოაწყოს სეტიენმა? ვისი ავტორიტეტი ფეხბურთელების თუ ხელმძღვანელობის,რომც უნდოდეს ვინ უსმენს?შეიძლება კარგი იდეებიც კი აქვს.