ზაფხულში, შესაძლოა, კრკიჩმა ”ბარსელონა” დატოვოს

ზაფხულში, შესაძლოა, კრკიჩმა ”ბარსელონა” დატოვოს

კატალონიის ”ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ბოიან კრკიჩმა შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს. მიუხედავად იმისა, რომ მან კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა, 20 წლის ფეხბურთელი ძალიან მცირე სათამაშო დროს ღებულობს. ეს ერთგვარად განპირობებულია იმ დიდი კონკურენციით, რომელიც კატალონიური გრანდის თავდასხმის ხაზშია.

როგორც Cadena SER იტყობინება, კრკიჩის საკუთარ რიგებში ხილვა ”ნაპოლის” და მადრიდის ”ატლეტიკოს” უნდათ. სავსებით შესაძლებელია, რომ ახალგაზრდა ფორვარდმა ზაფხულში დატოვოს კატალონიური გრნადი და რომელიმე ზემოთ ხსენებული კლუბის ღირსება დაიცვას. 

ბოიანმა საფეხბურთო კარიერა 1999 წელს, ”ბარსელონაში” დაიწყო. 2006-2007 წლებში ის ”ბარსა ბ”-ს საკუთრება იყო. 2007 წელს კრკიჩი პირველ გუნდში გადაიყვანეს. ამჟამად 20 წლის ფორვარდი ”9” ნომრიანი მაისურით თამაშობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.