"ინტერი" ლაუტაროზე ფასის დაკლებაზე თანახმა ერთი პირობითაა

"ინტერი" ლაუტაროზე ფასის დაკლებაზე თანახმა ერთი პირობითაა

მილანური La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერმა" ის მთავარი პირობა დაასახელა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, "ნერაძური" ლაუტარო მარტინესის 111 მილიონ ევროზე იაფად გაყიდვას დასთანხმდება.

ცნობილია, რომ ივლისში, 15 დღის განმავლობაში, "ინტერის" 22 წლის თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევრო იქნება. რამდენიმე თვის წინ, ამ თანხის გადამხდელი რამდენიმე გუნდი იყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიისგან წამოქმნილი ფინანსური კრიზისი, დიდი ალბათობით, არგენტინელის ტრანსფერზეც იმოქმედებს.

ლაუტარო "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. კატალონიელები ცდილობენ მარტინესის ფასი ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვით შეამცირონ, მაგრამ, თუ La Gazzetta dello Sport-ს დავუჯერებთ, ეს უამისოდაც შეიძლება. მილანური გამოცემის ინფორმაციით, "ინტერი" მზად იქნება თანხის შემცირებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, თუ ფეხბურთელი "ინტერს" გუნდიდან გაშვებას საჯაროდ სთხოვს.

ლაუტარო მარტინესს, რომელმაც, მიმდინარე სეზონში, 31 თამაშში 16 გოლი გაიტანა, Transfermarkt 64 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 16 აპრილი 2020 21:13
    2
    ვინღა არ ვიყიდეთ, ვინც კი გაფაგხურდა, ჯოუტინიო, დემბელე, თურანი, გრიზმანიც კი... არ დაგვასგა საშველი...ასე მგონია უკვე, რომ მბაპეც კი ვერ გაამართლებს. ნეიმარი აწი აღარ იქნება ის რაც იყო... ეს ჰალანდიც ტარანის ტიპის ფორვარდია. რა ვიცი, გვყავდა მასეთი იბრაჰიმოვოჩი და რა გამოვიდა?!
    [?]
    #2 16 აპრილი 2020 18:56
    8
    აი ეგ 64 მილიონია ამის ფასის მაქსიმუმი. ჰოლანდი 20 მილიონი დაჯდეს და ეს 111? მართლა და მართლა ხო არის საზღვარი რაღაცის. გვყავს სუარესი და ეს ბრაიტვაიტიც არ მგონია ძაან ცუდი იყოს, ფლანგი გააძლიერეთ და ამის ტრანსფერი 1 წლით გადავდოთ რა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 აპრილი 2020 16:23
    0
    არ გაბედო და ეგ არ მოითხოვო ბარსას არაფერში არ სჭირდები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued