კიკე სეტიენი: "ბარსელონა" და "რეალი" თანაბარ დონეზე თამაშობდნენ

კიკე სეტიენი:  "ბარსელონა" და "რეალი" თანაბარ დონეზე თამაშობდნენ

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი TV3-თან ამჟამინდელ სიტუაციას მიმოიხილავს.

"რა თქმა უნდა, გაჩემპიონება თამაშით მირჩევნია. გადაუდებელი მდგომარეობის გამო სეზონი შეჩერებულია და არ ვიცი, განვლილი გზა ტრიუმფისათვის რამდენად საკმარისი იქნებოდა. თავს გამარჯვებულად არ ვიგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ "რეალზე" 1-2 ქულით მეტი გვაქვს - ჩვენ თანაბარ დონეზე ვთამაშობდით.

თუმცა, ამჟამად ყველასათვის რთული მომენტია. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ მდგომარეობა მალე გამოსწორდება, გარეთ გავალთ და ერთმანეთს ჩავეხუტებით".

ბოლო პერიოდში ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ კიკეს ჩანაცვლებას ჩავი ერნანდესით უპირებენ.

"კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ვადას კიდევ გავახანგრძლივებ".

სეტიენმა უკვე იცის, წელს ტრიუმფის შემთხვევაში რას გააკეთებდა.

"თუ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდი, მიოცნებია, რომ ლიენკრესის ნაპირზე ძროხებთან ერთად ვირბენდი", - აცხადებს სპეციალისტი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 16 აპრილი 2020 09:51
    0
    მაგაშია კიკე პრობლემა ზუსტად
    --------------------
    "მეტი, ვიდრე კლუბი!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 აპრილი 2020 00:52
    0
    ლიენკრესი დავგუგლე და ესპანითის ჩრდილოეთით ყოფილა სანტარდენთან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 აპრილი 2020 21:09
    2
    არადა ისეთი კამანდა გვყავს უნდა გადაგვერბინა ორივე კლასიკოში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued