5 გუნდი, რომელიც რიკი პუჩისათვის იდეალური იქნებოდა
- 15-04-2020, 12:41
-
Tsitsi
- 8

Diario Sport გვთავაზობს 5 საფეხბურთო გუნდს, რომელიც "ბარსელონას" ტალანტის, რიკი პუჩის განვითარებისთვის იდეალური ვარიანტი იქნება. ეს იმ შემთხვევაში, თუ მან პრესეზონზე კიკე სეტიენზე კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და მისი იჯარით გაშვება გადაწყვიტეს.
"რეალ სოსიედადი"
ბასკური კლუბი შესანიშნავ სეზონს ატარებს და, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდეს. ისინი ამ შედეგს შემტევი ფეხბურთითა და ახალგაზრდული შემადგენლობით აფიქსირებენ, ამიტომაც რიკი პუჩი იმანოლ ალგუასილის გუნდს უნდა მოერგოს.
ვიგოს "სელტა"
გალისიელებს უკვე რაფინია და დენის სუარესი ("ბარსას" ყოფილი ფეხბურთელები) ჰყავთ, რომლებიც 20 წლის მოთამაშეს აუცილებლად დაეხმარებიან. გარდა ამისა, ცუდი სეზონის მიუხედავად, ვიგოელები საკმაოდ შემტევ სტილში თამაშობენ.
"ეიბარი"
მედილიბარს ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე "პატარა" გუნდი ჰყავს. მათი მწირი რესურსები კი იმას ნიშნავს, რომ რიკი პუჩს, ბასკეთში გადასვლის შემთხვევაში, გარანტირებული სათამაშო პრაქტიკა ექნება. შეგახსენებთ, "ეიბარი" განვითარებაში "ლა მასიელ" მარკ კუკურელიასაც დაეხმარა.
"ატალანტა"
კიდევ ერთი კლუბი, რომელსაც დიდი წინსვლა აქვს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფდინალში ითამაშებს, ბერგამოული გუნდია. სერია A-ში ლა ლიგასა და პრემიერ ლიგაზე დაბალი ტემპია, რაც პუჩს სწრაფად პროგრესირებაში დაეხმარება.
"აიაქსი"
ერედივიზონი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის შესანიშნავი ადგილია. ამსტერდამულ და, ზოგადად, ნიდერლანდურ აკადემიას, ნიდერლანდელების გარდა, მრავალი უცხოელი ლეგენდაც აღუზრდია, მაგალითად, ლუის სუარესი, რომელიც თავის პირველ ნაბიჯებს, "ნასიონალის" დატოვების შემდეგ, "გრონინგენში" დგამდა, და საბოლოოდ, "აიაქსში" აღმოჩნდა. გარდა ამისა, ერიკ ტენ ჰაგის საფეხბურთო ფილოსოფია პეპ გვარდიოლას მსგავსია, რაც რიკისთვის იდეალური ვარიანტია.
რიკარდ პუჩი "ბარსელონას" აკადემიაში 2013 წლიდან ასპარეზობს, 2018 წელს კი "ბარსა ბ"-ში დააწინაურეს. მან რამდენიმე მატჩი "ბლაუგრანას" პირველ გუნდშიც ჩაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]