კოუტინიო-კანტეს შესაძლო ბარტერი

კოუტინიო-კანტეს შესაძლო ბარტერი

"ბარსელონა" სატრანსფერო პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერებასაც ეცდება, გამომდინარე იქიდან, რომ ივან რაკიტიჩის და არტურო ვიდალის წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. გუნდს ცენტრალურ ზონაში ტექნიკური ფეხბურთელები რჩება, მაგრამ მეტი აგრესიულობის შესაძენად ახალი სამიზნეა საჭირო.

კანტე ის ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე დაუღალავად შრომობს, მშვენიერი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს და არც აგრესია აკლია. 29 წლის ფრანგის გადმობირება, "ბარსელონას" ნამდვილად გააძლიერებს.

კორონავირუსის მოტანილი კრიზისიდან გამომდინარე, სულ უფრო რეალური ხდება, რომ მომავალ სატრანსფერო პერიოდში, გაცილებით მეტი ბარტერი შედგება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. "ბარსამ" ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში განახორციელა ბარტერი, როცა სილესენი, ნეტოში გაცვალა.

"ბარსელონას" ჰყავს ძვირფასი ფეხბურთელი, რომელსაც კლუბში დაბრუნება არ სურს და ამავე დროს პრემიერ ლიგაში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს. ეს ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიოა.

კოუტინიომ ჯერ ვალვერდეს ხელში იწვალა, მერე "ბაიერნში" გადაბარგდა, მაგრამ ფეხი ვერც იქ მოიკიდა. აშკარად ჩანს, რომ ბრაზილიელმა თვითრწმენა დაკარგა და როცა ასეთი რამ ხდება, როგორც წესი ვარსკვლავები სასურველ ფორმას ვეღარ იბრუნებენ. მისი გამოსასყიდი თანხა "ბაიერნისთვის" 120 მილიონია, რომელსაც გერმანელები არ გადაიხდიან. ხოლო პრემიერ ლიგის კლუბებისთვის, გამოსასყიდ თანხად 80 მილიონ ევროს ასახელებენ.

ინგლისელებს კარგად ახსოვთ, "ლივერპულში" მოთამაშე კოუტინიო და იმედი აქვთ, რომ იგივე დონეზე ათამაშდება, სწორედ ამიტომ მას მსურველები არ აკლია, "ტოტენჰემის", "ლესტერის", "მანჩესტერ უნაიტედის" და რა თქმა უნდა "ჩელსის" სახით.

"ბარსა" სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას ეცდება. მართალია საყრდენ ზონაში სერხიო ბუსკეტსი ჰყავთ და ამ პოზიციაზე, ფრენკი დე იონგსაც უპრობლემოდ შეუძლია თამაში, მაგრამ კანტე საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც კოუტინიოს სანაცვლოდ შეიძლება მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ "ინტერი" არ აპირებს კოუტინიოს, ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვას და არც თავად ბრაზილიელს სურს, მილანში, ან პარიზში გადაბარგება.

თუ მსოფლიო ჩემპიონის გადმობირება ვერ მოხერხდა, "ბარსა" სათადარიგო ვარიანტად, ნდომბელეს განიხილავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    10.12.20....
    სტუმარი [?]
    #10 16 აპრილი 2020 15:29
    0
    ოო კანტე იდეალური ვარიანტი იქნება ჩეამი აზრით
    Culé [?]
    #9 16 აპრილი 2020 08:20
    0
    უფრო შემტევი ნახევარმცველი გვჭირდება ვიდრე ჩამშლელი ,ფრენკი დადგება ბუსის ადგილზე როცა მაგის დრო მოვა, პოგბას სტილის ფეხბურთელი უფრო გვჭირდება რომელიც ბურთსაც დაიჭერს და კარშიც კარგად დაარტყამს, არვიცი ეს რანდენად შესაძლებელია მარა ყველაზე უფრო პოგბას ტრანსფერს მივესალმები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 15 აპრილი 2020 21:43
    0
    ეს დაღლას თუ გრძნობს საერთოდ.
    dima359
    სტუმარი [?]
    #7 15 აპრილი 2020 21:38
    2
    ზიეჩი, მაუნტი, პულისიჩი და ჰადსონ-ოდოი ყავს ჩელსის ორ სათამაშო პოზიციაზე... რაში სჭირდებათ კოუტინიო

    ციტატა: dima359
    ზიეჩი, მაუნტი, პულისიჩი და ჰადსონ-ოდოი ყავს ჩელსის ორ სათამაშო პოზიციაზე... რაში სჭირდებათ კოუტინიო

    პედრო და ვილიანიც... მაგრამ მაგ ორს სავარაუდოდ გაუშვებენ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 აპრილი 2020 16:10
    0
    რა კანტე რა კანტე ამისთანა უტვინო ნახევარ მცველს ბარსაში რა უნდა დოღის ცხენივით დარბის წარამარა რა კანტე მითუმეტეს ბუსკეცის პოზიციაზე მოაშორეთ აქედან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #5 15 აპრილი 2020 13:08
    3
    ბუსის შემცვლელი უკვე გვყვავს დე იონგის სახით
    რედაქტორი [?]
    #4 15 აპრილი 2020 13:05
    1
    ნეიმარი თუ დააბრუნეს, კოუტინიოც აღარსად წავა..
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d
    Culé [?]
    #3 15 აპრილი 2020 12:03
    3
    იდეალური ვარიანტი იქნება კანტეს ხელში ჩაგდება.
    Fati
    სტუმარი [?]
    #2 15 აპრილი 2020 12:02
    1
    ესრეალში წავა 100% დარწმუნებილუილი ვარ
    [?]
    #1 15 აპრილი 2020 11:46
    1
    ცუდი არ იქნებოდა. კანტემ თუ არ იტრავმიანა 3 წელი კიდე ითამაშებს მაგრად. იფ ეგ და ფრენკი რა კედელ ცენტრს აღმართავდნენ?