მასკერანო: მესი ენერგიას გონივრულად ანაწილებს

  • 14-04-2020, 15:18
  • მასკერანო: მესი ენერგიას გონივრულად ანაწილებს

    "ბარსელონას" ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო, Mundo Deportivo-სთან საუბარში, ყოფილ თანაგუნდელ ლიონელ მესის ახასიათებს.

    "ფეხბურთში არსებობს ჩანაფიქრისა და მისი აღსრულების ცნება. ფეხბურთელთა უმრავლესობა მომენტის განვითარების სწორ გადაწყვეტილებს იღებს, თუმცა შემდეგ მას რეალობაში ვერ ახორციელებს. მესი კი ორივე აკეთებს.

    მას, ასევე, შეუძლია ენერგია გონივრულად გადაანაწილოს, ეს განსაკუთრებულ მოთამაშედ აქცევს. ლეომ იცის თუ როგორ დაისვენოს თამაშისას, რაც საშუალებას აძლევს შვიდი, რვა ან ათი 100-პროცენტიანი მომენტი შექმნას".

    მასკერანო მესისთან არსებულ ურთიერთობასაც შეეხო.

    "დიდი ხანია აღარ გვისაუბრია. თუმცა მათთან [ესპანეთში] უფრო რთული ვითარებაა და კარანტინში უწევთ ყოფნა. ახლა მთავარი სხვა პრობლემაა", - თქვა მასკერანომ.

    "ბარსადან" წასვლის შემდეგ ვეტერანმა არგენტინელმა ერთი სეზონი ჩინეთში გაატარა, დღეს კი თამაშს "ესტუდიანტესის" რიგებში აგრძელებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Guro ფანი [?]

    14 აპრილი 2020 18:11

    მესისთან ერთად +1კაცი გვყავს შეტევაში და -1დაცვაში.პრესინგის თამაში ასე არ გამოვა.

    0
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    14 აპრილი 2020 15:30

    მაგდენი არ ესმის ზოგ-ზოგიერთს დასეირნობს თურმე მოედანზე მაგათი ჭკუით

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV