UEFA-მ გადაწყვეტილება მიიღო, როდის დაბრუნდება ფეხბურთი?

UEFA-მ  გადაწყვეტილება მიიღო, როდის დაბრუნდება ფეხბურთი?

Cadena SER-ის ცნობით, საფეხბურთო სეზონი ივლისში განახლდება. ეს გადაწყვეტილება UEFA-მა და ევროპული გუნდების ასოციაციამ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, შიდა ჩემპიონატები ივლისში დასრულდება, ხოლო ევროპული საკლუბო ჩემპიონატები აგვისტოდან განახლდება. ყველა ეს მატჩი კი დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

Cadena SER-მა ასევე დაამატა, რომ საპლეიოფო შეხვედრების ფორმატი შეიცვლება და ორმატჩიანის ნაცვლად, ერთმატჩიანი გახდება. ეს ერთი თამაში კი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.

Mirror-მა ამგვარი ფორმატის იდეა უფრო ადრე შემოიტანა, თუმცა ბრიტანული გამოცემა მიიჩნევს, რომ სეზონი შუა ივნისში განახლდება. ჯერჯერობით ყველა ევროპული ჩემპიონატი შეჩერებულია და გაგრძელების ოფიციალური თარიღი არ არის ცნობილი. 

"ბარსელონამ" უკანასკნელი მატჩი 7 მარტს, "კამპ ნოუზე" ჩაატარა, სადაც ლეო მესის გოლით, "რეალ სოსიედადი" დაამარცხა.

ევროპულ ასპარეზზე კი კატალონიურ კლუბს მეორე შეხვედრა აქვს გასამართი "ნაპოლისთან". შეგახსენებთ, რომ ნეაპოლში მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1, დასრულდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 აპრილი 2020 16:08
    0
    იმედია ნეაპოლთან ბარსელონაში გვათამაშებენ და ნეიტრალურ მოედანზე არ მოგვიწევს თამაში. ისე კი საინტერესოა, ამ ნეიტრალურ მოედნებს როგორ აარჩევენ.
    ფანი [?]
    #3 13 აპრილი 2020 23:18
    0
    მემგონი ესენი ყოველ მე-3 დღეს აპირებენ თამაშების ჩატარებას თასებისა და ჩ.ლიგის გარეშე... მერე აგვისტოში დაასრულებენ ლიგას და თასებსაც... ნუ გეგმა ისეთია, რომ უარესის მოგონებაც შეეძლოთ, ამიტომ ამასაც არაუშავს.
    Culé [?]
    #2 13 აპრილი 2020 22:53
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    ვერ გავიგე ივლისში განახლდება და ივლისშივე მორჩება შიდა ჩემპიონატები? და ლიგა აგვისტოში ჩატარდება?

    ეგ შენ კიარა თვითონ უეფამაც ვერგაიგო ჯერ წესიერად ))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 აპრილი 2020 22:09
    2
    ვერ გავიგე ივლისში განახლდება და ივლისშივე მორჩება შიდა ჩემპიონატები? და ლიგა აგვისტოში ჩატარდება?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued