მესი vs რონალდუ - ვის ირჩევენ ლეგენდარული მწვრთნელები?

მესი vs რონალდუ - ვის ირჩევენ ლეგენდარული მწვრთნელები?

მესი თუ რონალდუ? ამ კითხვაში პასუხი, ფეხბურთის ბევრმა გულშემატკივარმა, უკვე დიიდ ხანია იცის, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. ეს 2 გიგანტი ერთმანეთს არაერთ საფეხბურთო მოღვაწეს შეუდარებია და იშვიათი გამონაკლისების გარდა, გამარჯვებული ყოველთვის მესი გამოდის.

ამჟამად, გთავაზობთ 10 ლეგენდარული მწვრთნელის შეფასებას.

ალექს ფერგიუსონი

2016 წელს, Sports Illustrated-სთან საუბრისას, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ განაცხადა: "ცუდად არ გამიგოთ. მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ბურთის კონტროლის დროს ის თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. თუმცა, ჩემთვის, მათ შორის განსხვავება არსებობს. მესი "ბარსელონას" ფეხბურთელია, რონალდუს კი შეუძლია "სტოკსპორტ ქაუნთიში" ითამაშოს და ჰეთ-თრიქი შეასრულოს. მას ყველაფერი აქვს. მას შეუძლია ორივე ფეხით დაარტყას, ითამაშოს თავით, ის ლომივით მამაცია..."

1-0 რონალდუს სასარგებლოდ.

ფაბიო კაპელო

2019 წელს, "რეალის" ყოფილმა დამრიგებელმა Marca-სთან საუბრისას განაცხადა: "ერთია, იყო აუტსაიდერი და მეორე - გენიოსი. სხვაობა დიდია, რადგან გენიას შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენს. რონალდუ ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, მაგრამ მესი გენიოსია."

ანგარიში გათანაბრდა - 1-1.

დიეგო სიმეონე

2018 წელს, გავრცელდა ვიდეო, სადაც სიმეონე ამბობს, რონალდუ მესიზე უკეთესი ფეხბურთელია. ამ ვიდეოს თავად არგენტინელი გამოეხმაურა: "მესისა და რონალდუს შორის არჩევანი რომ მიწევდეს, მესის ავირჩევდი. ვიდეოში ნამდვილად რონალდუ ვთქვი, მაგრამ ჩემსა და ხერმან ბურგოსს შორის გამართული ეს საუბრი ზოგადად ფეხბურთს ეხებოდა. როდესაც მესისა და რონალდუზე ვსაუბრობდი, არ ვგულისხმობდი, რომ რომელიმე მსოფლიოში საუკეთესოა. უბრალოდ ვთქვი, რომ როდესაც ნორმალური ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნორმალურ გუნდს არჩევანი გაქვს, რონალდუ უკეთესი ვარიანტია. თუმცა, როდესაც საუბარი დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად თამაშზეა, მესი რონალდუზე უკეთესია.

2-1 მესის სასარგებლოდ.

იურგენ კლოპი

2018 წელს, Twitter-ზე გამართულ კითხვა-პასუხში, კლოპმა განაცხადა: "ჩემს ტელეფონში მხოლოდ ერთი სელფი მაქვს, მესისთან ერთად გადაღებული. იმ დროს, ოთახში კრიშტიანუ რონალდუც იმყოფებოდა..."

3-1 მესის სასარგებლოდ.

ზინედინ ზიდანი

კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი მწვრთნელის პოზიცია ასეთია: "კრიშტიანუ საუკეთესოა. მესი მისი კონკურენტია და ამ კონკურენციის ხილვა ყველას უნდა. რონალდუ ფენომენალურია. მის აღსაწერად სიტყვები არ მაქვს. ის ჩემზე გაცილებით უკეთესია, იმის ფონზე, რომ მიმაჩნია, დიდებული კარიერა მქონდა. ის ისტორიაში საუკეთესოა."

3-2 მესის სასარგებლოდ.

ჟოზე მოურინიო

2013 წელს, ჟოზემ საუკეთესოდ თანამემამულე აღიარა. 3 წლის შემდეგ, მან ისტორიაში 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა შორის მესი შეიყვანა, რონალდუ კი - არა.

გასულ წელს, beIN Sports-თან საუბრისას, პორტუგალიელმა განაცხადა: "ვფიქრობ, ორივესთვის უსამართლობა იქნებოდა, მეორე უკეთესი რომ ყოფილიყო. ისინი უბრალოდ განსხვავებულები არიან. ამ 2 მოთამაშის შედარება უსამართლობაა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ როდესაც რონალდუ ჩემს გუნდში იყო, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ხოლო როცა მესის, ან რონალდუს წინააღმდეგ ვთამაშობდი, ჩემი გუნდის წარმატებისთვის ძალიან ბევრი ფიქრი მჭირდებოდა."

მოურინიომ არჩევანი ვერ გააკეთა. ისევ 3-2 მესის სასარგებლოდ.

პეპ გვარდიოლა

"ბარსელონას" ლეგენდა რომ არჩევანს მესიზე აკეთებს, ეს სიახლე არავისთვისაა. გთავაზობთ მის მიერ 2016 წელს ESPN-თან გაკეთებულ კომენტარს.

"მესი საუკეთესოა, ის აშკარად საუკეთესოა. მან იცის, როგორ ითამაშოს, გაიტანოს გოლები და გაატანინოს სხვას. ყველა სხვა ფეხბურთელს პატივს ვცემ, უპირველესად რონალდუს, მაგრამ მესი სხვა დონეზეა."

4-2 მესის სასარგებლოდ.

იოახიმ ლიოვი

მსოფლიოს ჩემპიონმა მწვრთნელმა, 2018 წელს, Bild-ის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

"მესის ავირჩევ. რონალდუ დაუჯერებელი ფეხბურთელი, კარგი პროფესიონალი და გოლების მანქანაა, მაგრამ მესი ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს.

მესი გუნდური მოთამაშეა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მესი 30-40 საგოლე გადაცემას აკეთებს და 50 გოლს იტანს.

მესის შეუძლია 8-9 ფეხბურთლი ჩამოიცილოს, მისი გოლები კი ყოველთვის დასამახსოვრებელია."

5-2 მესის სასარგებლოდ.

არსენ ვენგერი

წლების წინ, ფრანგი სპეციალისტი მესის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევდა, გასული წლის სექტემბერში კი მან beIN Sports-თან განაცხადა: "ისინი იმდენად კარგები არიან, რომ არაჩევანის გაკეთება რთულია. მესი რონალდუზე კრეატიულია. კრიშტიანუ კი უკეთესი ფინიშერია, ის უკეთ გამოიყურება საჰაერო ორთაბრძოლებში, უფრო ათლეტურია. მესი კი უფრო არტისტულია. ამის გამო, მესის თამაშის ყურება უფრო გიზიდავს."

ბოლო წინადადების მიუხედავად, ვენგერის არჩევანი მკაფიო არაა. ისევ 5-2 მესის სასარგებლოდ.

ვისენტე დელ ბოსკე

"რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ, ერთი წლის წინ, Mundo Deportivo-სთან საუბრისას, არჩევანი მესიზე გააკეთა.

"მესი თითქმის ყოველთვის კარგად თამაშობს. მას დაუჯერებელი სტაბილურობა აქვს. ის დიდებული ფეხბურთელია.

მე მესის მხარეს ვარ. მასში ბუნებრივ ფეხბურთელს ვხედავ, რომელიც ეზოში, მეგობრებთან ერთად თამაშობს. კრიშტიანუს ექსტრაორდინალური შემართება და ფიზიკური მონაცემები აქვს, მაგრამ მე მაინც მესის ვირჩევ.

6-2 მესის სასარგებლოდ.

როგორც ხედავთ, ნახსენები 10 ლეგენდიდან, სამს რონალდუ გაუწვრთნია, მესი კი - მხოლოდ ერთს. ამ 10 დამრიგებლიდან "რეალს" 4 წვრთნიდა, "ბარსას" კი - მხოლოდ ერთი. ამის მიუხედავად, მესის უპირატესობა მაინც თვალსაჩინოა. აღსანიშნავია ისიც, რომ კრიშტიანუზე არჩევანი მხოლოდ მისმა ყოფილმა მწვრთნელებმა შეაჩერეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    nukri-MSG
    სტუმარი [?]
    #12 15 აპრილი 2020 17:37
    2
    მადრიდისტებს მოვუწოდებ ჰალამადრიდზე გადავიდნენ და იქ გამოთქვან თავისი "უაზრო აზრები". მესი რო საუკეთესოა ამეს მწვრთნელების უმეტესობა ალბათ 75% მაინც ადასტურებს
    ზანგი
    სტუმარი [?]
    #11 14 აპრილი 2020 14:39
    2
    სამაგიეროდ ანჩელოტის, ალეგრის, კონტეს, სარის და მთელ რიგ იტალიელ მწვრთნელებს რონალდო ევასებათ. კიდე პორტუგალიის მწვრთნელს ფერნანდუ სანტუშს.
    Spain
    სტუმარი [?]
    #10 14 აპრილი 2020 13:54
    4
    ცოტა არ იყოს სასაცილო სტატიაა ეტყობა ბარსას ფაბმა რო გააკეთა რატო არაა ანჩელოტის კომენტარი მოურინუომ კიდე ძაან ბევრჯერ თქვა რონალდო ან რატო არაა ალეგრის სარის კომემნტარები ალბათ იმიტო რო სხვა შემთხვევაში არ დაიდებოდა სტატიები რაც შეეხება ამათ ორივეს ის პლიუსები აქ რაც ხდის საუკეთესოებს ჩემთვის რონალდოა საუკეთესო
    გულშემატკივარი [?]
    #9 14 აპრილი 2020 03:55
    4
    ორი არანორმალური💕
    ორივე ყველაზე წინ დგას საერთოდ, არცერთს სჭირდებათ მსოფლიო იკისთვის, რომ დაამტკიცნონ ეგ!
    ამდენი წელი ასე სტაბილურად და ასეთ დონეზე თამაში... არვიცი...
    მაგრამ პირადად ჩემი აზრით და მგონია რო ობიექტური აზრია, მესი უფრო უკეთ თამაშობს ფეხბურთს, უფრო მეტი შეუძლია- გოლები,ასისტები,ბურთის ამოტანა, მოედნის ხედვა, საჯარიმოს გარედან გოლი, სტანდარტები...
    ფანი [?]
    #8 13 აპრილი 2020 23:27
    6
    მესი მეოდანზე ყველაფერს აკეთებს პასიდან დაწყებული ცრუ ცხრიანზე დამთავრებული ნებისმიერი მწვრთვნელის სქემას მოერგება მესი უეჭველი არ უნდა მაგას ბევრი ბოდიალი.... მესი <3
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #7 13 აპრილი 2020 23:08
    7
    ყველამ იცის ვინაა საუკეთესო ისტორიაში(კრისწისთან შედარება უაზრობაა იმდენად წინაა მესი),მაგრამ ზოგს ბოღმა ახრჩობს და არ აღიარებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 აპრილი 2020 20:03
    6
    ციტატა: M10 S9 D11
    ფერგიოსონმა იმიტომ არჩია რონალდო რა თავის აღზრდილია ბოლო-ბოლო თუმცა გულის სიღრმეში ეგეც მესის ამჯობინებს ასე რომ გამოექანოს ტურინიდან რონალდო და დააფრინდეს მესის

    როცა ფერგიუსონი მომავალში მათ შედარებას გადაწყვეტს, კარგად მოიგონოს ლიგის ფინალი, 2009-ში როცა ლეო და რონალდუ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ. ხოდა რაო? მარჯვენა, მარცხენა, თავი და ათლეტიზმიო? მერე ვინ გაიტანა თავით?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 აპრილი 2020 17:24
    6
    ფერგიოსონმა იმიტომ არჩია რონალდო რა თავის აღზრდილია ბოლო-ბოლო თუმცა გულის სიღრმეში ეგეც მესის ამჯობინებს ასე რომ გამოექანოს ტურინიდან რონალდო და დააფრინდეს მესის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 13 აპრილი 2020 16:49
    3
    ციტატა: romani23
    მაურინიომაც მესის მისცა უპირატესობა და ეს მკვეთრად გამოიხატება იმაში რომ მან არჩევანი ვერ კიარა ა რ... გააკეთა... ანუ ის არის 1) პორტუგალიელი, 2) ყოფილი რეალისტა რომელმაც შ ე გ ნ ე ბ უ ლ ა დ დაიტოვა რეალის კარი დასაბრუნებლათ ღიად მაშინ როდესაცსრულად გადაიმტერა ბარსა, 3) ის პირადად წ ვ რ თ ნ ი დ ა კრისტინას და 4) ყველა ზემოაღნიშნილი ფაკტორებიდან გამომდინარე ის არ აკეთებს არჩევანს და ამაზე უკეთესი და ზუსტი არჩევანი რა უნდა გაეკეთებინა მაურინიოს (?!). ანუ 7:2 და ფერგიუსონის დედას СНЕVEСI თუ ცრუობს მაგრამ თუ გულრწფელად ფიქრობს ასე მაშინ?,... მაშინაც СНЕVЕСI.

    ფერგი მაგარი ბოღმაა, ჟერარდზე იძახდა საშუალო დონეაო,არადა თვითონ ეჩალიჩებიდა და ხუიზე რო გაუშვა მერე დაუწყო ლანძღვა.იმას კი ვერ ვიგებ ფერგი საუკეთესო მწვრთნელი რატომ გონია ხალხს როცა ყველა ტოპ მწვრთნელს გვარდის მოუს დელ ბოსკეს და სანამ სასტავი უვარგოდა ვენგერსაც გაწამებული ყავდა.ტიპი 40 წელი წვრთნიდა გუნდებს და მერე კიდე უკვირთ ამდენი ტიტული მოიგოო.გვარდიოლას აცადეთ გახდეს 75 წლის და მერე ითვალონ ვინ მეტი მოიგო.26 წელში 2 ლიგა მოიგო და ორივე უდიდესი გამართლებით.პრემიერ ლიგა კი დააჩოქა მარა გაიხსენეთ ვინ ყავდა კონკურენტად ჩელსი 15 წელია რაც წამოიქაჩა არსენალს ანრის მერე არაფერი მოუგია და ლივერპულზე ლაპარაკიც ზედმეტია.ნუ სიტის დომინაციას ვერ მოესწრო თორე ვნახავდით რას იზამდა თავისი მანჩესტერით დღევანდელ ლივერპულთან ან სიტითან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 აპრილი 2020 15:20
    5
    მაურინიომაც მესის მისცა უპირატესობა და ეს მკვეთრად გამოიხატება იმაში რომ მან არჩევანი ვერ კიარა ა რ... გააკეთა... ანუ ის არის 1) პორტუგალიელი, 2) ყოფილი რეალისტა რომელმაც შ ე გ ნ ე ბ უ ლ ა დ დაიტოვა რეალის კარი დასაბრუნებლათ ღიად მაშინ როდესაცსრულად გადაიმტერა ბარსა, 3) ის პირადად წ ვ რ თ ნ ი დ ა კრისტინას და 4) ყველა ზემოაღნიშნილი ფაკტორებიდან გამომდინარე ის არ აკეთებს არჩევანს და ამაზე უკეთესი და ზუსტი არჩევანი რა უნდა გაეკეთებინა მაურინიოს (?!). ანუ 7:2 და ფერგიუსონის დედას СНЕVEСI თუ ცრუობს მაგრამ თუ გულრწფელად ფიქრობს ასე მაშინ?,... მაშინაც СНЕVЕСI.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 აპრილი 2020 13:55
    3
    კიკინას 3-4 მეტრიდან კონკურენტი არ ყავს.
    ფანი [?]
    #1 13 აპრილი 2020 12:54
    13
    მესის რონალდუსთან შედარებაც კი საფეხბურთო სირცხვილია და მეტი არაფერი! რონალდო არის გოლების მანქანა რომელსაც ყოველთვის ბევრი კონკურენტი ეყოლება თავის საქმეში მაგ ლევანდოვსკი მაგრამ ის რასაც მესი ბარსელონაში აკეთებს ვინ შეიძლება მოვუძებნოთ მას კონკურენტად ამ საქმეში?