რიკელმეს წარუმატებელი კარიერა "ბარსელონაში"

რიკელმეს წარუმატებელი კარიერა "ბარსელონაში"

ის მარადონას შემდგომი პერიოდის არგენტინაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი იყო, მაგრამ მისი კარიერა "ბარსელონაში" წარუმატებელი გამოდგა.

მისგან პირველივე დღეებში ძალიან ბევრს მოითხოვდნენ, რადგან 10 ნომრიანი მაისური მოირგო და რივალდოს მემკვიდრედ მოიაზრებოდა. შესაბამისად, მისგან ყველა ელოდა რაღაც განსაკუთრებულს, მაგრამ "კამპ ნოუს" პუბლიკას მსგავსი არაფერი უნახავს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით მთავარი პრობლემა ლუი ვან გაალი იყო, რომელიც გამთამაშებლებს არ სწყალობდა. ვან გაალსა და რივალდოს შორის კონფლიქტი სწორედ იმის გამო დაიწყო, რომ ბრაზილიელს ფლანგზე ათამაშებდა,  რიკელმესთან მიმართებაშიც იგივე გააკეთა. გარდა ამისა, მწვრთნელი უკმაყოფილი იყო მოედანზე მისი გადაადგილებით:
"შენ საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, როდესაც ბურთი გაქვს, მაგრამ, როცა ბურთი არ გაქვს, ჩვენს ერთით ნაკლები ვართ მოედანზე."

ვან გაალმა სეზონი ჩააგდო. ფანებს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების იმედი ჰქონდათ, მაგრამ "იუვენტუსთან" მარცხის შემდეგ ხელჩასაჭიდიც არაფერი დარჩა. ჰოლანდიელის ნაცვლად მოვიდა რადომირ ანტიჩი, რომელმაც რიკელმე თავის პოზიციაზე დააბრუნა, მაგრამ არგენტინელმა ლიდერობა ვერ შეძლო. "ბარსამ" რამდენიმე მძიმე მარცხი იწვნია და ანტიჩიც გაათავისუფლეს.

ზაფხულში რიკელმე "ვილიარეალში" გადავიდა და კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ იქ დაჰყო.

"ბარსამ" კი იყიდა ის "ათიანი", რომელმაც რივალდოს მემკვიდრეობა ღირსეულად გადაიბარა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 13 აპრილი 2020 19:56
    0
    ციტატა: Guro
    ისე სიმართლე რომ ვთქვათ მესისთან მიმართებაშიც ეგრეა:"შენ საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, როდესაც ბურთი გაქვს, მაგრამ, როცა ბურთი არ გაქვს, ჩვენს ერთით ნაკლები ვართ მოედანზე.“

    მაგრამ როცა ბურთი ლეოს აქვს, ჩათვალე სამი კაცით მეტნი ვართ. ლეოს არაფრად უღირს ორი სამი კაცის თრევა და ამ დროს იმის მაგივრად რო ცარიელი ზონები შეავსონ, ესენი მისი თამაშით ტკბებიან.
    ფანი [?]
    #2 13 აპრილი 2020 15:02
    0
    მიუხედავად იმისა რომ ბარსელონაში არ უთამაშია დიდხანს ჩემი ერთერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო..ვფიქრობ დრო რომ მიეცათ ის დაამტკიცებდა რომ დიდი ფეხბურთელი იყო და ბარსას ლეგენდაც გახდებოდა
    ფანი [?]
    #1 13 აპრილი 2020 14:58
    0
    ისე სიმართლე რომ ვთქვათ მესისთან მიმართებაშიც ეგრეა:"შენ საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, როდესაც ბურთი გაქვს, მაგრამ, როცა ბურთი არ გაქვს, ჩვენს ერთით ნაკლები ვართ მოედანზე.“
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.