"ბარსელონა" ანტუან გრიზმანის გაყიდვაზე ისევ ფიქრობს
- 13-04-2020, 00:15
-
DaviD_ViLLa_7
- 4

Calciomercato-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "ბარსელონას" ფრანგი თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის "ბლაუგრანადან" წასვლის შანსები არსებობს.
იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, კატალონიელებმა გრიზმანი, რომელიც "ბარსამ" გასული წლის ზაფხულში დაიმატა, ტრანსფერზე დააყენეს. კლუბი 29 წლის შემტევის თაობაზე შემოთავაზებებს ელოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" გრიზმანის გაყიდვა 120 მილიონ ევროდ სურს. ამასთანავე, შესაძლოა, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ანტუანი რომელიმე ფეხბურთელის ტრანსფერში ჩართონ.
ანტუან გრიზმანს "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება. მან მიმდინარე სეზონში 37 თამაში ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]